عن عثمان رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«خَيْرُكُمْ مَنْ تَعَلَّمَ الْقُرْآنَ وَعَلَّمَهُ».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 5027]
المزيــد ...

გადმოცემულია უსმანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 5027]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ მუსლიმთა შორის საუკეთესო და მათ შორის ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფი ალლაჰის წინაშე არის ის, ვინც ისწავლა ყურანი კითხვით, ზეპირად, თაჯვიდით, მასში გადმოცემულზე ფიქრებით და განმარტებით. შემდეგ სხვასაც ასწავლის იმას, რასაც ის ფლობს ყურანის ირგვლივ, ასევე მოჰყავს ის პრაქტიკაში და ცხოვრობს ყურანის ცოდნით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყურანის სიძვირფასის განმარტება. ის არის საუკეთესო სიტყვა, რადგანაც ის ალლაჰის სიტყვაა.
  2. ნასწავლთ შორის საუკეთესო არის ის, ვინც სხვასაც ასწავლის და არა ის, ვინც მხოლოდ თავისთვის სწავლობს.
  3. ყურანის სწავლა და სწავლება მოიცავს მისი კითხვის, მნიშვნელობების განმარტებისა და მასში მოცემული კანონების სწავლას.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (63)
მეტი