+ -

عن أبي هريرة رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول:
«حَقُّ الْمُسْلِمِ عَلَى الْمُسْلِمِ خَمْسٌ: رَدُّ السَّلَامِ، وَعِيَادَةُ الْمَرِيضِ، وَاتِّبَاعُ الْجَنَائِزِ، وَإِجَابَةُ الدَّعْوَةِ، وَتَشْمِيتُ الْعَاطِسِ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 1240]
المزيــد ...

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ამბობდა:
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)»

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1240]

განმარტება

ალლაჰის მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს მუსლიმის ზოგიერთ უფლებას თავისი მუსლიმი ძმის მიმართ. ამ უფლებებიდან პირველი არის სალამზე პასუხის გაცემა იმ ადამიანზე, ვინც შენ მოგესალმება.
მეორე უფლება: ავადმყოფის მონახულება და მისთან მისვლა.
მესამე უფლება: გარდაცვლილის დაკრძალვის პროცესზე გაყოლა მისი სახლიდან ლოცვის ადგილამდე და შემდეგ სასაფლაომდე, სანამ გარდაცვლილი დაიკრძალება.
მეოთხე უფლება: მოწვევის მიღება, თუ მუსლიმი მას ქორწილის სუფრაზე ან სხვა ღონისძიებაზე მოიწვევს.
მეხუთე უფლება: დაცემინებულისთვის სიკეთის სურვილი. კერძოდ, ადამიანი დაცემინების შემდეგ ამბობს "დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ" , მისი ძმა მუსლიმი პასუხობს: "ალლაჰმა შეგიწყალოს" /იარჰამუქალლაჰ, ამაზე დაცემინებულმა უნდა უპასუხოს: "ალლაჰმა გატაროთ ჭეშმარიტი გზით და გამოასწოროს თქვენი საქმეები./ იაჰდიქუმულლაჰუ ვა იუსლიჰუ ბაალაქუმ".

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური მალაიური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამის სიდიადე გამოიხატება იმაში, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უფლებების დაცვას მუსლიმებს შორის და აძლიერებს ძმობასა და სიყვარულს მათ შორის.
მეტი