+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِذَا تَوَضَّأَ أَحَدُكُمْ فَلْيَجْعَلْ فِي أَنْفِهِ ثُمَّ لِيَنْثُرْ، وَمَنِ اسْتَجْمَرَ فَلْيُوتِرْ، وَإِذَا اسْتَيْقَظَ أَحَدُكُمْ مِنْ نَوْمِهِ فَلْيَغْسِلْ يَدَهُ قَبْلَ أَنْ يُدْخِلَهَا فِي وَضُوئِهِ، فَإِنَّ أَحَدَكُمْ لاَ يَدْرِي أَيْنَ بَاتَتْ يَدُهُ». ولفظ مسلم: «إِذَا اسْتَيْقَظَ أَحَدُكُمْ مِنْ نَوْمِهِ فَلَا يَغْمِسْ يَدَهُ فِي الْإِنَاءِ حَتَّى يَغْسِلَهَا ثَلَاثًا، فَإِنَّهُ لَا يَدْرِي أَيْنَ بَاتَتْ يَدُهُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 162]
المزيــد ...

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით». «და თუ რომელიმე თქვენგანი გაიღვიძებს, უნდა დაიბანოს ხელები, სანამ აბდესისთვის წყლის ჭურჭელში ჩააწყობს, რადგან არავინ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით». მუსლიმის ვერსიაში ნათქვამია: «თუ რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილიდან, ნუ ჩააწყობს ხელს ჭურჭელში, სანამ სამჯერ არ დაიბანს, რადგან მან არ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 162]

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა სისუფთავის ზოგიერთი წესი, ესენია: პირველი: ის, ვინც ასრულებს განბანვას, უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირით და შემდეგ ისევ ცხვირით ამოისუნთქოს იგი. მეორე: ის, ვისაც სურს განიწმინდოს საჭიროების დაკმაყოფილების შემდეგ წყლის გამოყენების გარეშე, ქვების ან მსგავსი ნივთების დახმარებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით, მინიმუმ — სამჯერ. რაც შეეხება მაქსიმუმს, მან უნდა განაგრძოს მანამ, სანამ სიბინძურე არ გაქრება და ადგილი სრულად არ გასუფთავდება. მესამე: ის, ვინც ღამის ძილის შემდეგ იღვიძებს, არ უნდა ჩაუშვას ხელის მტევნები წყლის ჭურჭელში განბანვისთვის, სანამ არ დაიბანს მათ სამჯერ ამ ჭურჭლის მიღმა. ეს იმიტომ, რომ მან არ იცის, სად იმყოფებოდა მისი ხელები ძილის დროს. იგი არ არის დაცული იმისგან, რომ ხელები არ ყოფილიყო დაბინძურებული. შესაძლოა, შაიტანმა მოახერხა, რომ მათზე აღმოჩნდეს რაღაც, რაც ზიანს აყენებს ადამიანს ან აბინძურებს წყალს.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف აზრბაიჯანული უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აბდესის დროს წყლის შესუნთქვა აუცილებელია, ეს არის: ცხვირში წყლის მიწოდება შესუნთქვის საშუალებით, და აუცილებელია გამოსუნთქვა, რაც ნიშნავს: ცხვირიდან წყლის გამოშვება გამოსუნთქვის საშუალებით.
  2. სასურველია სიბინძურის გაწმენდა ქვებით (ან მსგავსი ნივთებით) კენტი რაოდენობით.
  3. დილით გაღვიძების შემდეგ ხელების დაბანის დაკანონება.