+ -

عَنِ ابْنِ عُمَرَ رضي الله عنهما عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَالَ:
«مَثَلُ الْمُنَافِقِ، كَمَثَلِ الشَّاةِ الْعَائِرَةِ بَيْنَ الْغَنَمَيْنِ تَعِيرُ إِلَى هَذِهِ مَرَّةً وَإِلَى هَذِهِ مَرَّةً».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2784]
المزيــد ...

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
"ფარისევლის მაგალითი მსგავსია იმ ცხვრისა, რომელიც ორ ფარას შორის დაბნეული დადის — ხან ერთს უერთდება, ხან მეორეს."

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2784]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ფარისევლების მდგომარეობა, რომელიც მსგავსია ცხვრის, რომელმაც არ იცის ვის გაჰყვეს და მოწყვეტილია ცხვრის ფარისგან, ის ხან ერთ ჯოგთან მიდის და ხან მეორესთან, ფარისევლები (მუნაფიყები) დაბნეულები არიან რწმენასა და ურწმუნოებას შორის. ისინი არც სრულად მორწმუნეთა მხარეს დგანან, არც გარეგნულად და არც შინაგანად, და არც სრულად ურწმუნოთა მხარეს. თუმცა მათი გარეგნული მდგომარეობა მორწმუნეებთან ასოცირდება, ხოლო შინაგანად ისინი ეჭვებსა და გაურკვევლობაში იმყოფებიან, ხან მორწმუნეებისკენ იხრებიან, ხან ურწმუნოებისკენ.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული اليونانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალეგორიის მოყვანა, რათა მნიშვნელობა უფრო გასაგები იყოს, ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყენებდა.
  2. ფარისევლის მდგომარეობის აღწერა მოიცავს გაურკვევლობას, ეჭვებსა და არასტაბილურობას.
  3. ფარისევლის მდგომარეობისგან გაფრთხილება და რწმენაში გულწრფელობისა და განზრახვაში მოწოდება, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად.
მეტი