+ -

عن أبي هريرة رضي الله عنه قال: سمعت النبي صلى الله عليه وسلم يقول:
«مَنْ حَجَّ لِلهِ فَلَمْ يَرْفُثْ وَلَمْ يَفْسُقْ رَجَعَ كَيَوْمِ وَلَدَتْهُ أُمُّهُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 1521]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1521]

განმარტება

მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც ალლაჰისთვის შეასრულებს ჰაჯობას და არ ჩაიდენს უზნეობას, რაც ნიშნავს სექსუალურ ურთიერთობას ან მის წინამორბედ ქმედებებს, როგორიცაა კოცნა და ახლო კონტაქტი. ასევე, აქ შედის ცუდი და უხამსი სიტყვების გამოყენება საუბრისას. და ასევე, არ ჩაიდენს უმართლობას რაიმე ცუდი საქციელითა და ცოდვით. ცოდვად ითვლება ის ქმედებები, რომლებიც იკრძალება იმ ადამიანისათვის, ვინც იმყოფება იჰრამის მდგომარეობაში. ასეთი ადამიანი დაბრუნდება ჰაჯობიდან ცოდვებისგან მიტევებული, როგორც ბავშვი, რომელიც იბადება სრულიად უცოდველი.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული الأكانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ურჩობა(ალლაჰის მიმართ და ცოდვები)მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევაში აკრძალულია, ჰაჯობის დროს განსაკუთრებით იკრძალება, რათა გამოიხატოს ჰაჯობის რიტუალების სიდიადე და პატივისცემა.
  2. ადამიანი იბადება ყოველგვარი ცოდვის გარეშე, უბილწო და წმინდა ცოდვებისგან; ის არ ატარებს სხვისი ცოდვების ტვირთს.
მეტი