ჰადისების სია 4

ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა
როცა რამადანი დადგება, შეასრულე უმრა, რადგან უმრა მასში ჰაჯობის ტოლია
ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის გზაზე ბრძოლას ვხედავთ საუკეთესო ქმედებად, ნუთუ არ ვიბრძოლებთ ალლაჰის გზაზე? უპასუხა: «არა, [თქვენთვის] საუკეთესო ჯიჰადი სრულყოფილი ჰაჯობაა
შეასრულეთ ჰაჯობა და უმრა თანმიმდევრულად, რადგან ისინი შლიან სიღარიბეს და ცოდვებს ისე, როგორც დნობის ღუმელი წმენდს რკინას, ოქროსა და ვერცხლს მინარევებისგან. ხოლო სწორად შესრულებული ჰაჯობის საზღაური არაფერია, გარდა სამოთხისა