+ -

عَنْ عَبْدِ الرَّحْمَنِ بْنِ سَمُرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَا تَحْلِفُوا بِالطَّوَاغِي، وَلَا بِآبَائِكُمْ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 1648]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდურრაჰმან იბნ სამურასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«არ დაიფიცოთ ტაღუთებით (კერპებით) და არც თქვენი მამებით».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 1648]

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კრძალავს ტაღუთებით ფიცს, ტაღუთის მრავლობითი ფორმა არის ტავააღიი. ეს კერპები იყვნენ მათი ურჩობისა და ურწმუნოების მიზეზი, რომლებსაც მრავალღმერთიანები ეთაყვანებოდენ, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასევე კრძალავს მამებით ფიცის დადებას, რადგან ეს იყო უმეცრების პერიოდის არაბების ჩვეულება, რომლებიც ამით ამაყობდნენ და თავის წინაპრებს დიდებას მიაგებდნენ.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური სერბული რომაული მალაიური
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ფიცი უნდა იყოს მხოლოდ ალლაჰზე, მის სახელებსა და თვისებებზე.
  2. ტაღუთებით, მამებით, მმართველებით, კერპებით და სხვა ყოველგვარი ცრუ ღირებულებებით ფიცის დადება აკრძალულია.
  3. ალლაჰის გარდა რაიმეზე ფიცის დადება პატარა მრავალღმერთიანობად ითვლება, თუმცა, ეს შეიძლება გადაიზარდოს დიდ მრავალღმერთიანობაში თუ ფიცის დადებისას გულში აქვს იმ აზრის აღიარება, რომ ის, რითაც იფიცება, ღმერთის მსგავსად უნდა განდიდდეს, ან თუნდაც ის რაიმე ფორმით თაყვანისცემას იმსახურებდეს.
მეტი