+ -

عَنْ أَبِي بَرْزَةَ الأَسْلَمِيِّ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَا تَزُولُ قَدَمَا عَبْدٍ يَوْمَ القِيَامَةِ حَتَّى يُسْأَلَ عَنْ عُمُرِهِ فِيمَا أَفْنَاهُ، وَعَنْ عِلْمِهِ فِيمَ فَعَلَ، وَعَنْ مَالِهِ مِنْ أَيْنَ اكْتَسَبَهُ وَفِيمَ أَنْفَقَهُ، وَعَنْ جِسْمِهِ فِيمَ أَبْلَاهُ».

[صحيح] - [رواه الترمذي] - [سنن الترمذي: 2417]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ ბარზა ალ-ასლამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-თირმიზიმ] - [სუნან ალ-თირმიზი - 2417]

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ სამსჯავროს დღეს არცერთი ადამიანი ვერ გადავა ანგარიშგების ადგილიდან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, სანამ მას არ ჰკითხავენ შემდეგ საკითხებზე:
პირველი: მისი სიცოცხლე – როგორ გაატარა და რაში დახარჯა იგი?
მეორე: მისი ცოდნა – ალლაჰისთვის შეიძინა იგი? დაიცვა და მოიყვანა ის პრაქტიკაში? გადასცა თუ არა იმათ, ვინც მისი ღირსი იყო?
მესამე: მისი ქონება – საიდან მოიპოვა იგი? იყო ეს ნებადართული თუ (აკრძალული)? და რაში დახარჯა იგი? ალლაჰის კმაყოფილებაში თუ მის მრისხანებაში?
მეოთხე: მისი სხეული, ძალა, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა – როგორ გამოიყენა და რაში გამოიყენა ისინი?

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ტაილანდური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წახალისება იმისა, რომ სიცოცხლე გამოვიყენოთ უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად.
  2. ალლაჰის წყალობები მის მონებზე მრავლადაა, და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმ წყალობებზე, რაც მას მიეცა. ამიტომ, მორწმუნემ ალლაჰის წყალობები უნდა გამოიყენოს ისე, რომ მისი კმაყოფილება დაიმსახუროს.
მეტი