+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ: أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لاَ تَقُومُ السَّاعَةُ حَتَّى تَطْلُعَ الشَّمْسُ مِنْ مَغْرِبِهَا، فَإِذَا طَلَعَتْ فَرَآهَا النَّاسُ آمَنُوا أَجْمَعُونَ، فَذَلِكَ حِينَ: {لاَ يَنْفَعُ نَفْسًا إِيمَانُهَا لَمْ تَكُنْ آمَنَتْ مِنْ قَبْلُ، أَوْ كَسَبَتْ فِي إِيمَانِهَا خَيْرًا} [الأنعام: 158] وَلَتَقُومَنَّ السَّاعَةُ وَقَدْ نَشَرَ الرَّجُلاَنِ ثَوْبَهُمَا بَيْنَهُمَا فَلاَ يَتَبَايَعَانِهِ، وَلاَ يَطْوِيَانِهِ، وَلَتَقُومَنَّ السَّاعَةُ وَقَدِ انْصَرَفَ الرَّجُلُ بِلَبَنِ لِقْحَتِهِ فَلاَ يَطْعَمُهُ، وَلَتَقُومَنَّ السَّاعَةُ وَهُوَ يَلِيطُ حَوْضَهُ فَلاَ يَسْقِي فِيهِ، وَلَتَقُومَنَّ السَّاعَةُ وَقَدْ رَفَعَ أَحَدُكُمْ أُكْلَتَهُ إِلَى فِيهِ فَلاَ يَطْعَمُهَا».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6506]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
"არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს იმ დროს {არავის რწმენა არ მოიტანს სარგებელს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან თავის რწმენაში სიკეთე ვერ მოიპოვა} [ალ-ან'აამ: 158] და როდესაც დადგება ეს საათი, ორი ადამიანი, რომლებმაც დააფინეს ნაჭერი, ვერ მოასწრებენ მის გაყიდვას, ვერც ყიდვას და ვერც აკეცვას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თავის აქლემს რძეს მოწველის და წაიღებს, ვერ მოასწრებს მის დალევას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თიხით ფარავს თავის წყლის რეზერვუარს (იგულისხმება ის, ვინც აძლიერებს ან არემონტებს რეზერვუარის კედლებს, საიდანაც ის აქლემებს ასმევდა წყალს), ვერ მოასწრებს, რომ ააქლემებს დაალევინოს იქიდან; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელმაც საკვების ნატეხი მიიტანა პირთან, ვერ მოასწრებს მის ჭამას".

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6506]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას გვამცნობს), რომ ბოლო ჟამის დიდი ნიშნებიდან ერთ-ერთი ის არის, რომ მზე ამოვა დასავლეთიდან, ნაცვლად აღმოსავლეთისა, და როცა ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს. მაგრამ იმ დროს ურწმუნოს რწმენა არ მოუტანს სარგებელს, ასევე არც კარგი საქმეები და არც მონანიება. შემდეგ გვამცნო ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ განკითხვის დღე დადგება ისე მოულოდნელად, რომ ადამიანები თავიანთი საქმეებითა და ყოველდღიური ცხოვრებით იქნებიან დაკავებულნი. ბოლო ჟამი დადგება, როცა გამყიდველი და მყიდველი თავიანთ სამოსს ერთმანეთს შორის გაშლიან, მაგრამ ვერც გაყიდიან და ვერც დაკეცავენ. ბოლოჟამი დადგება, როცა კაცი აიღებს თავისი აქლემის რძეს, მაგრამ ვერ მოასწრებს მის შესმას, ბოლოჟამი დადგება, როცა კაცი აუზს შეაკეთებს და ამაგრებს მას, მაგრამ ვერ დაალევინებს იქიდან წყალს. ბოლო ჟამი დადგება, როცა კაცი თავის საჭმელს პირთან მიიტანს შესაჭმელად, მაგრამ ვეღარ (მოასწრებს) შეჭამს.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული اليونانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამი და მონანიება მიიღება მხოლოდ იქამდე, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა.
  2. განკითხვის დღისთვის მზადყოფნისკენ მოწოდება რწმენითა და კეთილი საქმეებით, რადგან ბოლოჟამი მოულოდნელად მოვა.
მეტი