+ -

عَنْ جَابِرٍ رضي الله عنه قَالَ:
أَتَى النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ رَجُلٌ فَقَالَ: يَا رَسُولَ اللهِ، مَا الْمُوجِبَتَانِ؟ فَقَالَ: «مَنْ مَاتَ لَا يُشْرِكُ بِاللهِ شَيْئًا دَخَلَ الْجَنَّةَ، وَمَنْ مَاتَ يُشْرِكُ بِاللهِ شَيْئًا دَخَلَ النَّارَ»

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 93]
المزيــد ...

ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
"ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა ﷺ უპასუხა: « ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 93]

განმარტება

ერთმა კაცმა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა ორ თვისებაზე: რომელითაც იქნებოდა სავალდებულო სამოთხეში და ჯოჯოხეთში შესვლა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ თვისება, რომელიც სამოთხეში შესვლას უზრუნველყოფს არის, ადამიანი რომელიც გარდაიცვლება და ის ეთაყვანება ერთადერთ ალლაჰს და არ უდგენდა მას არავის თანაზიარად, ხოლო თვისება, რომელიც ჯოჯოხეთში შესვლას გამოიწვევს, არის ის, რომ ადამიანი რომელიც, გარდაიცვლება და ის უდგენდა ალლაჰს თანაზიარს, უტოლებდა ვინმეს თაყვანისცემაში, ღვთაებრიობაში, სახელებსა თუ თვისებებში.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული اليونانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ერთღმერთიანობის სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ის ვინც გარდაიცვალა მორწმუნედ და არ უდგენდა ალლაჰს თანამოზიარედ არაფერს სამოთხეში შევა.
  2. ალლაჰთან თანაზიარის საშიშროება ისაა, რომ ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარად რაიმეს ჯოჯოხეთში შევა.
  3. ცოდვილი ერთღმერთიანები ალლაჰის ნება-სურვილის ქვეშ არიან, ისურვებს დასჯის ან აპატიებს მათ, შემდეგ მათი ხვედრი სამოთხეშია.
მეტი