1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი არ არის ჩვენგან ის, ვინც სილებს ურტყამს(თავის) ლოყებს, ჭრის საყელოებს და წარმოთქვამს უვიცობის ეპოქის გოდების სიტყვებს

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بنِ مَسْعُودٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَيْسَ مِنَّا مَنْ لَطَمَ الخُدُودَ، وَشَقَّ الجُيُوبَ، وَدَعَا بِدَعْوَى الجَاهِلِيَّةِ».

აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«არ არის ჩვენგან ის, ვინც სილებს ურტყამს(თავის) ლოყებს, ჭრის საყელოებს და წარმოთქვამს უვიცობის ეპოქის გოდების სიტყვებს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1294

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა და გააფრთხილა გარკვეული ქმედებებისგან, რომლებიც დამახასიათებელი იყო უვიცობის ეპოქის (ჯაჰილიის) ადამიანებისთვის, როდესაც თქვა: „არ არის ჩვენგანი ის, ვინც: ...
პირველ რიგში: ის, ვინც სილას ირტყამს ლოყებზე (ან სახეზე). მოციქულმა განსაკუთრებულად აღნიშნა ლოყები, რადგან ეს ქმედება იყო ყველაზე გავრცელებული, თუმცა ამ აკრძალვაში ასევე შედის სახის სხვა ნაწილებზე დარტყმებიც.
მეორე: ის, ვინც ძლიერი მწუხარებისა და სასოწარკვეთის გამო ხევს ტანსაცმლის იმ ნაწილს, საიდანაც თავი გადის (საყელოს).
მესამე: ის, ვინც მოუწოდებს უვიცობის დროის ჩვეულებებისკენ, როგორიცაა წყევლა, უბედურებებზე კივილი, გოდება და გარდაცვლილთა დატირება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისში მოცემული გაფრთხილება მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ქმედებები მძიმე ცოდვათა კატეგორიას მიეკუთვნება.
  2. საჭიროა მოთმინების გამოვლენა უბედურების დროს და აკრძალულია ალლაჰის განგების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიც ვლინდება გოდებაში, ტირილში, თავის გაპარსვაში, ტანსაცმლის დახევასა და სხვა მსგავს ქმედებებში.
  3. აკრძალულია უვიცობის დროის ჩვეულებების მიბაძვა იმ საკითხებში, რომლებიც შარიათით არ არის დამტკიცებული.
  4. მწუხარება და ცრემლები დასაშვებია, რადგან ისინი არ ეწინააღმდეგებიან ალლაჰის განგებისადმი მოთმინებას. უფრო მეტიც, ეს არის ალლაჰის მიერ გულებში ჩადებული მადლის გამოვლინება, რომელიც ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვასა და სიყვარულს ასახავს.
  5. მუსლიმმა უნდა მიიღოს ალლაჰის განგება კმაყოფილებით. თუმცა, თუ იგი ვერ აღწევს ამ კმაყოფილებას, მოთმინება ხდება მისი ვალდებულება.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية