+ -

عَن عَبْدِ الرَّحْمَنِ بْنِ أَبِي لَيْلَى أَنَّهُمْ كَانُوا عِنْدَ حُذَيْفَةَ، فَاسْتَسْقَى فَسَقَاهُ مَجُوسِيٌّ، فَلَمَّا وَضَعَ القَدَحَ فِي يَدِهِ رَمَاهُ بِهِ، وَقَالَ: لَوْلاَ أَنِّي نَهَيْتُهُ غَيْرَ مَرَّةٍ وَلاَ مَرَّتَيْنِ -كَأَنَّهُ يَقُولُ: لَمْ أَفْعَلْ هَذَا-، وَلَكِنِّي سَمِعْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«لاَ تَلْبَسُوا الحَرِيرَ وَلاَ الدِّيبَاجَ، وَلاَ تَشْرَبُوا فِي آنِيَةِ الذَّهَبِ وَالفِضَّةِ، وَلاَ تَأْكُلُوا فِي صِحَافِهَا، فَإِنَّهَا لَهُمْ فِي الدُّنْيَا وَلَنَا فِي الآخِرَةِ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 5426]
المزيــد ...

'აბდურრაჰმან იბნ აბი ლაილა გადმოსცემს, ისინი ჰუზაიფასთან იყვნენ, როდესაც მან სთხოვა წყალი და მას ერთმა მაჯუსმა(ცეცხლთაყვანისმცემელმა) დაალევინა. როდესაც მან წყლის ჭიქა გაუწოდა, ჰუზაიფამ ის გაიქნია და თქვა: "რომ არ ამეკლრძალოს მისთვის არა ერთხელ დ არც ორჯერ – თითქოს მას უნდოდა რომ ეთქვა: მე არ გავაკეთებდი ამას – მაგრამ მე გავიგონე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«არც აბრეშუმი და არც ოქროსფერი ქსოვილი(აბრეშუმი ოქროს უზორებით) არ ატაროთ, არც ოქროს და ვერცხლის ჭურჭლიდან დალიოთ და არც ასეთ ჭურჭელში ჭამოთ, რადგან ეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში მათთვისაა განკუთვნილი, ხოლო ჩვენთვის - საიქიო ცხოვრებაში».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 5426]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცებს აუკრძალა აბრეშუმის ტანისამოსის ნებისმიერი სახეობის ტარება. მან კაცებსა და ქალებს აუკრძალა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელში ჭამა და სმა. მან ასევე აცნობა, რომ ასეთი ჭურჭელი განკითხვის დღეს განსაკუთრებით მორწმუნეთათვის განკუთვნილი იქნება, რადგან ისინი ამქვეყნად ალლაჰის მორჩილების მიზნით მათგან თავს იკავებდნენ. რაც შეეხება ურწმუნოებს, საიქიო ცხოვრებაში მათთვის ეს არ იქნება, რადგან ამქვეყნად მათ ისარგებლეს სიკეთეებით, ალლაჰის ბრძანების დაუმორჩილებლად.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული الموري მალაიური ორომო კანადური
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აბრეშუმისა და აბრეშუმის სხვა სახეობის ტანისამოსის ტარება მამაკაცებისთვის აკრძალულია და ამ აკრძალვის დარღვევაზე მკაცრი გაფრთხილებაა.
  2. ქალებისთვის ნებადართულია აბრეშუმისა და აბრეშუმის სხვა სახეობის ტანისამოსის ტარება.
  3. ოქროსა და ვერცხლის თეფშებიდან ჭამა და სმა აკრძალულია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.
  4. ჰუზაიფას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მიერ მკაცრი გაკიცხვა განპირობებული იყო იმით, რომ მან არაერთხელ აუკრძალა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გამოყენება, მაგრამ როდესაც ეს აკრძალვა არ იქნა დაცული, მან მკაცრად იმოქმედა.
მეტი