1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენეს კაცი, რომელმაც მთელი ღამე იძინა, სანამ არ გაუთენდა, და მან თქვა: «ეს ის კაცია, რომელსაც ეშმაკმა ჩაუშარდა ყურებში», ან თქვა: «მის ყურში

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بنِ مسعُودٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ:
ذُكِرَ عِنْدَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ رَجُلٌ نَامَ لَيْلَهُ حَتَّى أَصْبَحَ، قَالَ: «ذَاكَ رَجُلٌ بَالَ الشَّيْطَانُ فِي أُذُنَيْهِ، أَوْ قَالَ: فِي أُذُنِهِ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენეს კაცი, რომელმაც მთელი ღამე იძინა, სანამ არ გაუთენდა, და მან თქვა: «ეს ის კაცია, რომელსაც ეშმაკმა ჩაუშარდა ყურებში», ან თქვა: «მის ყურში».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3270

განმარტება

ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიხსენიეს კაცი, რომელმაც დილამდე იძინა, მზე ამოვიდა და მას სავალდებულო ლოცვა არ შეუსრულებია. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ეს ის კაცი იყო, ვის ყურშიც სატანამ ჩააშარდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ღამის ლოცვის მიტოვება მოუწონარია, რადგან ეს სატანის გავლენის შედეგია.
  2. გაფრთხილება შაიტნისგან, რომელიც ადამიანისთვის ყველა გზაზეა ჩასაფრებული, რათა შეუშალოს ხელი ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰისადმი მორჩილებაში.
  3. იბნ 'ჰაჯარმა თქვა: «ეს შეიძლება გულისხმობდეს როგორც ლოცვას ზოგადად, ისე კონკრეტულ ლოცვას. შესაბამისად, საუბარი შეიძლება იყოს ან ნაფილეს (ნებაყოფლობით) ღამის ლოცვაზე, ან ფარძ (სავალდებულო) დილის ლოცვაზე».
  4. ატ-ტიბიმ თქვა: «აღნიშნულია სწორედ ყური, მიუხედავად იმისა, რომ თვალი უფრო დაკავშირებულია ძილთან და მისი ხსენება უფრო მეტად მიანიშნებდა ღრმა ძილზე, რადგან სმენა ასოცირდება ყურადღებასთან. რაც შეეხება შარდის ხსენებას, ეს იმის გამოა, რომ ის ყველაზე მარტივად იჭრება ნებისმიერ სიცარიელეში და მიედინება არხებში, ასევე ის იწვევს სიზარმაცეს ყველა ორგანოში».

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية