+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قال: قال رَسُولُ الله صلى الله عليه وسلم:
«إِنَّ اللهَ يَغَارُ، وَإِنَّ الْمُؤْمِنَ يَغَارُ، وَغَيْرَةُ اللهِ أَنْ يَأْتِيَ الْمُؤْمِنُ مَا حَرَّمَ عَلَيْهِ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 2761]
المزيــد ...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 2761]

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰს თავისი სიდიადისა და დიდებულების შესაფერისად, ახასიათებს ეჭვიანობა, განრისხება, და შეზიზღება, როგორც მორწმუნე ადამიანს ახასიათებს ეჭვიანობა, განრისხება და შეზიზღება. ალლაჰის ეჭვიანობის მიზეზი არის ის, რომ მორწმუნე ჩადის უმსგავსო ქმედებებს, რომელთა ჩადენაც ალლაჰმა აუკრძალა, მაგალითად: მრუშობა, მამათმავლობა, ქურდობა, ალკოჰოლური სასმელების მიღება და სხვა მსგავსი უწმინდურობები.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف აზრბაიჯანული უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის სიბრაზისა და სასჯელისგან სიფრთხილე, როცა მისი აკრძალვები ირღვევა.
მეტი