+ -

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ رضي الله عنهما قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ أَنْ تُؤْتَى رُخَصُهُ، كَمَا يُحِبُّ أَنْ تُؤْتَى عَزَائِمُهُ».

[صحيح] - [رواه ابن حبان] - [صحيح ابن حبان: 354]
المزيــد ...

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შვამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
"ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს, რომ მის შემსუბუქება მიიღონ ისევე, როგორც უყვარს, რომ მისი ბრძანებები შესრულდეს".

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა იბნ მააჯამ] - [საჰიჰ იბნ ჰიბბაან - 354]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰს უყვარს, რომ მის მიერ დაშვებული(გაადვილებული წესები) დათმობები, როგორიცაა შემსუბუქებები წესებსა და თაყვანისცემაში, შესრულდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის მიზეზი არსებობს – მაგალითად, ლოცვის შემოკლება ან გაერთიანება მოგზაურობის დროს. ასევე ალლაჰს უყვარს, რომ მისი მკაცრი დავალებები შესრულდეს, რაც მოიცავს სავალდებულო საქმეებს, რადგან ალლაჰის ბრძანება ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც დათმობებში, ასევე მკაცრ წესებში.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული اليونانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის წყალობა თავის მონებზე გამოხატულია იმით, რომ მას უყვარს, როდესაც მორწმუნეები სარგებლობენ მის მიერ დაშვებული დათმობებით და გამარტივებებით.
  2. ისლამური შარიათის სრულყოფილება და ის, რომ ის ათავისუფლებს მუსლიმს სირთულეების ტვირთისგან.