დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით
აკრძალულია ზიანის მიყენება (თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს მოიტანს, მას ალლაჰი მოუტანს ზიანს, და ვინც მუსლიმს სირთულეს შეუქმნის, მას ალლაჰი შეუქმნის სირთულეს
მიატოვე ის, რაც ეჭვს გიჩენს, და მიაპყარი ყურადღება იმას, რაც ეჭვს არ იწვევს, რადგან სიმართლეს სიმშვიდე მოაქვს, ხოლო სიცრუე — ეჭვებს აჩენს
ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს, რომ მისი შემსუბუქება მიიღონ ისევე, როგორც უყვარს, რომ მისი ბრძანებები შესრულდეს
თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს