კატეგორია: ღირსება და ეთიკა .
+ -

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بنِ مَسْعُودٍ رضي الله عنه أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«سِبَابُ المُسْلِمِ فُسُوقٌ، وَقِتَالُهُ كُفْرٌ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 48]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მუსლიმის შეურაცხყოფა ცოდვაა, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლა ურწმუნოება».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 48]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუკრძალა მუსლიმს თავისი ძმის, მუსლიმის, შეურაცხყოფა და დამცირება, რადგან ეს ქმედება არის ფისყობის გამოვლინება, ანუ ალლაჰისა და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორჩილებიდან გადახვევა. ხოლო მუსლიმებს შორის ბრძოლა მიეკუთვნება ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ურწმუნოებასთან, თუმცა ეს არის მცირე ურწმუნოება (რომელსაც არ გაჰყავს ადამიანი რწმენიდან).

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმის ღირსებისა და სიცოცხლის პატივისცემის ვალდებულება.
  2. მუსლიმის უმიზეზოდ შეურაცხყოფის მძიმე შედეგები: ვინც უსამართლოდ აყენებს შეურაცხყოფას მუსლიმს, ის ითვლება ურჩად/ ცოდვილად (ფაასიყ).
  3. მუსლიმის შეურაცხყოფა და ბრძოლა მასთან ასუსტებს და ამცირებს რწმენას.
  4. ზოგიერთი ქმედება იწოდება ურწმუნოებად (ქუფრ), თუმცა ისინი არ აღწევენ დიდი ურწმუნოების დონეს, რომელისაც გაჰყავს ადამიანი ისლამიდან.
  5. ამ შემთხვევაში, ურწმუნოება გულისხმობს მცირე ურწმუნოებას, რომელსაც არ გამოჰყავს ადამიანი რელიგიიდან, და ეს ერთხმად აღიარებულია აჰლუ-სუნნას სწავლულების მიერ. რადგანაც ალლაჰმა, უზენაესმა და დიდებულმა, დაადასტურა მორწმუნეთა შორის სარწმუნოებრივი ძმობა, მიუხედავად მათი კონფლიქტებისა ან ბრძოლებისა. ამის შესახებ ყურანში ნათქვამია: «თუ ორი ჯგუფი მორწმუნეთაგან შეებრძოლებიან ერთმანეთს, შეარიგეთ ისინი». (ყურანი, 49:9)
  6. და შემდეგ: «ჭეშმარიტად, მორწმუნეები ძმები არიან». (ყურანი, 49:10)
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური სვაჰილური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური რომაული ორომო
თარგმნების ჩვენება
მეტი