عن عبد الله بن عمرو بن العاص رضي الله عنهما:
عن النبي صلى الله عليه وسلم أنه كان إذا دخل المسجد قال: «أعوذ بالله العظيم، وبوجهه الكريم، وسلطانه القديم، من الشيطان الرَّجِيم»، قال: أَقَطُّ؟ قلت: نعم، قال: فإذا قال ذلك قال الشيطان: حُفِظَ منِّي سائر اليوم.
[حسن] - [رواه أبو داود] - [سنن أبي داود: 466]
المزيــد ...
აბდულლაჰ იბნ 'ამრ იბნ ალ-'აას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს:
გადმოცემულია ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ის მეჩეთში შესვლისას ამბობდა: «შევეფარები უდიდეს ალლაჰს, აღმატებულს, მისი კეთილშობილი სახისა და მარადიული ძალაუფლების სახელით, დაწყევლილი ეშმაკისგან» (ა'უუზუ ბილლაჰილ'აზიიმ, ვა ბი ვაჯჰიჰილ ქარიიმ, ვა სულტაანიჰილ ყადიიმ, მინა შშაიტაანი რრაჯიიმ), მან ჰკითხა: 'მხოლოდ ესა, რაც შენ მოისმინე?' ვუპასუხე: 'დიახ'.
და მან დაამატა: "როდესაც ამას იტყვი, ეშმაკი იტყვის: ეს ჩემგან დაცულია მთელი დღის განმავლობაში"».
[კარგი (ჰასან)] - [გადმოსცა აბუ დაუდმა] - [სუნან აბი დაუდ - 466]
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთში შესვლისას ამბობდა: "შევეფარები უდიდეს ალლაჰს" ანუ ვეძიებ ალლაჰის მფარველობას მისი აღმატებული თვისებებით. "მისი კეთილშობილი სახის", რომელიც გულუხვი და მომცემია, "მისი ძლევამოსილებით",- ძალაუფლება და მბრძანებლობა მისი შექმნილებისგან ნებისმიერზე, "მარადიული" და, უძველეს დროინდელი რომელსაც დასაწყისი არ აქვს და. "ქვით ჩასაქოლი ეშმაკისგან", - დაწყევლილი და ალლაჰის წყალობიდან განდევნილი, ე.ი.: ო, ალლაჰ, დამიცავი მისი ცდუნებებისა და საცდურებისგან, ნაბიჯებისა და საფრთხეებისგან, ხრიკებისა და შეცდომებისგან, რადგან ის არის შეცდომაში შეყვანის მიზეზი და უბიძგებს გზიდან გადახვევას და უცოდინობაში ჩავარდნას. აბდულლაჰ იბნ ამრს ჰკითხეს: ეს ყველაფერია, რაც შენ მოისმინე? ანუ: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხოლოდ ამას ამბობდა? თქვა: დიახ.
როდესაც მეჩეთში შესული ადამიანი ამ დუას ამბობს, შაიტანი ამბობს: ამ შემსვლელმა დაიცვა თავი ჩემგან მთელი დროის განმავლობაში, დღისით და ღამით.