عَن عبدِ اللهِ بن خُبَيب رضي الله عنه أنه قال:
خَرَجْنَا فِي لَيْلَةٍ مَطِيرَةٍ وَظُلْمَةٍ شَدِيدَةٍ، نَطْلُبُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ؛ يُصَلِّي لَنَا، قَالَ: فَأَدْرَكْتُهُ، فَقَالَ: «قُلْ»، فَلَمْ أَقُلْ شَيْئًا، ثُمَّ قَالَ: «قُلْ»، فَلَمْ أَقُلْ شَيْئًا، قَالَ: «قُلْ»، فَقُلْتُ: مَا أَقُولُ؟ قَالَ: «{قُلْ هُوَ اللهُ أَحَدٌ} وَالْمُعَوِّذَتَيْنِ حِينَ تُمْسِي وَتُصْبِحُ ثَلَاثَ مَرَّاتٍ، تَكْفِيكَ مِنْ كُلِّ شَيْءٍ».
[صحيح] - [رواه أبو داود والترمذي والنسائي] - [سنن الترمذي: 3575]
المزيــد ...
აბდულლაჰ იბნ ხუბაიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
«ჩვენ წვიმიან და ბნელ ღამეს გავედით, რათა გვეპოვა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ჩვენთან ერთად ლოცვა შეესრულებინა. როდესაც ვიპოვეთ იგი, მან მითხრა: "თქვი?" მე არაფერი ვთქვი. [ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)] თქვა: «თქვი». კვლავ გავჩუმდი. [ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)] თქვა: «თქვი». ვკითხე: «რა ვთქვა, ო, ალლაჰის მოციქულო?» [ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)] თქვა: [სურა] 'თქვი: ის – ალლაჰია, ერთია, და ორი დამცავი სურა (მუ'ავვიზათანი) დილით და საღამოს სამჯერ, და ეს დაგიცავს ყველა ცუდისგან».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ] - [სუნან ალ-თირმიზი - 3575]
მოციქულის რჩეული თანამგზავრი, აბდულლაჰ იბნ ხაბიბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), გვაუწყებს, რომ ისინი გამოვიდნენ ღამით, როდესაც ძლიერი წვიმა იყო და სიბნელე ძალიან მკაცრი, რათა შუამავალთან )ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისულიყვნენ და ეთხოვათ, რომ ელოცა მათთან ერთად, და მათ იგი იპოვეს. მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა: «თქვი», რაც ნიშნავს — «წაიკითხე» და მაგრამ მას არაფერი წაუკითხავს. მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ გაიმეორა თავისი სიტყვები. აბდულლაჰმა თქვა: რა წავიკითხო ო, ალლაჰის შუამავალო? მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „წაიკითხე სურა ალ-იხლას {ყულ ჰუვალლაჰუ აჰად} და ორი დამცავი სურა — {ფალაყი და ნაასი} საღამოსა და დილით სამჯერ. ეს დაგიცავს ყოველგვარი ბოროტებისა და ცუდისგან.“