عَنْ مَالِكِ بْنِ أَوْسِ بْنِ الْحَدَثَانِ أَنَّهُ قَالَ: أَقْبَلْتُ أَقُولُ مَنْ يَصْطَرِفُ الدَّرَاهِمَ؟ فَقَالَ طَلْحَةُ بْنُ عُبَيْدِ اللهِ وَهُوَ عِنْدَ عُمَرَ بْنِ الْخَطَّابِ رضي الله عنهما: أَرِنَا ذَهَبَكَ، ثُمَّ ائْتِنَا، إِذَا جَاءَ خَادِمُنَا، نُعْطِكَ وَرِقَكَ، فَقَالَ عُمَرُ بْنُ الْخَطَّابِ: كَلَّا، وَاللهِ لَتُعْطِيَنَّهُ وَرِقَهُ، أَوْ لَتَرُدَّنَّ إِلَيْهِ ذَهَبَهُ، فَإِنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«الْوَرِقُ بِالذَّهَبِ رِبًا، إِلَّا هَاءَ وَهَاءَ، وَالْبُرُّ بِالْبُرِّ رِبًا، إِلَّا هَاءَ وَهَاءَ، وَالشَّعِيرُ بِالشَّعِيرِ رِبًا، إِلَّا هَاءَ وَهَاءَ، وَالتَّمْرُ بِالتَّمْرِ رِبًا، إِلَّا هَاءَ وَهَاءَ».
المزيد
მალიქ იბნ აუს იბნ ალ-ჰადასაანი გადმოსცემს: "ერთ დღეს მივედი და ვკითხე: ‘ვინ გამიცვლის დირჰამებს?’ მაშინ ტალჰა იბნ უბაიდულლაჰმა, რომელიც უმარ იბნ ალ-ხატაბთან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) იმყოფებოდა, თქვა: ‘გვაჩვენე შენი ოქრო, შემდეგ დაბრუნდი, როცა ჩვენი მსახური მოვა, და ჩვენ მოგცემთ ვერცხლს.’ ამაზე უმარ იბნ ალ-ხატაბმა თქვა: ‘არა, ალლაჰის სახელით ვფიცავ, შენ ან დაუყოვნებლივ მისცემ ვერცხლს, ან დაუბრუნებ მის ოქროს, რადგან ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვერცხლის ოქროთი გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ხორბლის ხორბლით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში. ქერის ქერით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ფინიკის ფინიკით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში».