عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤمنينَ رضي الله عنها قَالَتْ:
كَانَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُعْجِبُهُ التَّيَمُّنُ، فِي تَنَعُّلِهِ، وَتَرَجُّلِهِ، وَطُهُورِهِ، وَفِي شَأْنِهِ كُلِّهِ.
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 168]
المزيــد ...
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯვენა მხარით დაწყება – ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის ვარცხნისას, განბანვისას და ყველა სხვა საქმეში».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 168]
ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უყვარდა და ამჯობინებდა მარჯვენა მხარიდან დაწყებას ისეთ საქმეებში, რომლებიც პატივისცემასა და ღირსებას გამოხატავდა, მათ შორის: მარჯვენა ფეხით დაწყება ფეხსაცმლის ჩაცმისას და მარჯვენა მხრიდან დაწყება თავისა და წვერის ვარცხნისას, დალაგებისა და ზეთის გამოყენებისას, ასევე ვუდუს (განბანვის) დროს მარჯვენა ხელისა და ფეხის განბანვა მარცხენაზე წინ.