عَنِ ابنِ مَسعُودٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَا يَحِلُّ دَمُ امْرِئٍ مُسْلِمٍ إِلَّا بِإِحْدَى ثَلَاثٍ: الثَّيِّبُ الزَّانِي، وَالنَّفْسُ بِالنَّفْسِ، وَالتَّارِكُ لِدِينِهِ المُفَارِقُ لِلْجَمَاعَةِ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 1676]
المزيــد ...
იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«არ არის ნებადართული მუსლიმის სისხლის დაღვრა, გარდა სამი შემთხვევისა: დაქორწინებულის მრუშობისთვის, სიცოცხლის წართმევისთვის — სიცოცხლე სიცოცხლის წილ, და საკუთარი რელიგიის მიტოვებისა და მუსლიმთა ერთობისგან გამოყოფისთვის».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 1676]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმის სისხლი ხელშეუხებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მან სამი საქმეებიდან ერთ-ერთი ჩაიდინოს: პირველი: ვინც მრუშობა ჩაიდინა, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერ ქორწინებაშია, — მისი სიკვდილით დასჯა ქვით ჩაქოლვით ნებადართულია. მეორე: ვინც განზრახ და უსაფუძვლოდ მოკლა ხელშეუხებელი ადამიანი, ის ისჯება სიკვდილით, შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში. მესამე: ის, ვინც გამოდის მუსლიმთა ერთობიდან — ან სრულიად ტოვებს თავის რელიგიას, ისლამს, რიდდით (რელიგიის დატოვებით), ან რიდდის გარეშე სცილდება მას, ტოვებს მის ნაწილს, როგორც მეამბოხეები, გზის ყაჩაღები და მებრძოლები (მუსლიმთა წინააღმდეგ) ხარიჯიტთაგან და სხვები.