1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როცა მოვა რამადანი, გაიღება სამოთხის კარიბჭეები, დაიხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები და სატანები შებოჭილნი იქნებიან

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَالَ:
«إِذَا جَاءَ رَمَضَانُ فُتِّحَتْ أَبْوَابُ الْجَنَّةِ، وَغُلِّقَتْ أَبْوَابُ النَّارِ، وَصُفِّدَتِ الشَّيَاطِينُ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როცა მოვა რამადანი, გაიღება სამოთხის კარიბჭეები, დაიხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები და სატანები შებოჭილნი იქნებიან».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1079

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ როცა დგება რამადანის თვე, ხდება სამი რამ: პირველი: იღება სამოთხის კარიბჭეები, და არც ერთი მათგანი არ დაიხურება. მეორე: იხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები, და არც ერთი მათგანი არ გაიღება. მესამე: სატანები და ჯინთა ურჩი წარმომადგენლები ჯაჭვებით შებოჭილნი იქნებიან, ამიტომ ვერ შეძლებენ იმ ზიანის მოყენებას, რასაც რამადანის გარდა სხვა თვეებში ახერხებდნენ. და ეს ყველაფერი ამ თვის განდიდებაა და წახალისება მოქმედთათვის, რათა გაამრავლონ თაყვანისცემა, ლოცვა, ქველმოქმედება, ზიქრი, ყურანის კითხვა და სხვა კეთილი საქმეები, ასევე შეიკავონ თავი ცოდვებისა და ურჩობისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. რამადანის თვის სიკეთე.
  2. მარხულთათვის კეთილი ამბავია, რომ ეს კურთხეული თვე თაყვანისცემისა და სიკეთის სეზონია.
  3. შაიტნების შებოჭვა რამადანში ნიშნავს, რომ ადამიანს მოეხსნა საბაბი და გამართლება. თითქოს მას ეუბნებიან: „ეშმაკები შენგან განრიდებულნი არიან, ამიტომ ვეღარ მოიმიზეზებ მათ, რომ მორჩილებას არ ასრულებ, ან ცოდვას ჩადიხარ".
  4. ალ-ყურტუბიმ თქვა: «თუ ვინმე იკითხავს: "რატომ ვხედავთ, რომ რამადანში ბოროტება და ცოდვები მაინც ხდება? თუ ეშმაკები დაბმულნი არიან, ეს აღარ უნდა ხდებოდეს?" პასუხი: ეშმაკების გავლენა მცირდება იმ მარხულთათვის, რომლებიც მარხვას სრულად იცავენ, იცავენ მის პირობებსა და ადაბს (ზნეობრივ ნორმებს). შებოჭილნი არიან მხოლოდ ზოგიერთი ეშმაკები, კერძოდ, ყველაზე თავგასულნი (მარადათ ალ-ჯინნი), მაგრამ არა ყველა, როგორც ეს ზოგიერთი გამოცემებიდან ჩანს. ეშმაკების დაბმის მიზანი ბოროტების შემცირებაა, და ეს აშკარად იგრძნობა, რადგან რამადანში ბოროტება უფრო ნაკლებად ვრცელდება, ვიდრე სხვა თვეებში. ეს არ ნიშნავს, რომ ცოდვები და ბოროტება სრულიად გაქრება, რადგან მათ სხვა მიზეზებიც აქვთ, როგორიცაა ბოროტი სულები, ცუდი ჩვევები და ეშმაკთაგანი ადამიანები».

თარგმნების ჩვენება

43 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية