1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«قَالَ اللَّهُ: كُلُّ عَمَلِ ابْنِ آدَمَ لَهُ، إِلَّا الصِّيَامَ، فَإِنَّهُ لِي وَأَنَا أَجْزِي بِهِ، وَالصِّيَامُ جُنَّةٌ، وَإِذَا كَانَ يَوْمُ صَوْمِ أَحَدِكُمْ فَلاَ يَرْفُثْ وَلاَ يَصْخَبْ، فَإِنْ سَابَّهُ أَحَدٌ أَوْ قَاتَلَهُ، فَلْيَقُلْ إِنِّي امْرُؤٌ صَائِمٌ، وَالَّذِي نَفْسُ مُحَمَّدٍ بِيَدِهِ، لَخُلُوفُ فَمِ الصَّائِمِ أَطْيَبُ عِنْدَ اللَّهِ مِنْ رِيحِ المِسْكِ، لِلصَّائِمِ فَرْحَتَانِ يَفْرَحُهُمَا: إِذَا أَفْطَرَ فَرِحَ، وَإِذَا لَقِيَ رَبَّهُ فَرِحَ بِصَوْمِهِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას, მარხვა ფარია, და როცა რომელიმე თქვენგანის მარხვის დღე დგება, ნუ ჩაიდენს უწმაწურს და ნუ იყვირებს, თუ ვინმე მას შეურაცხყობს ან ებრძვის, თქვას: 'მე მარხვაში ვარ.' ვფიცავ იმას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მარხულის პირიდან გამომავალი სუნი ალლაჰისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისქის სურნელი. მარხულისთვის არის ორი სიხარული: როცა(საღამოს) მარხვას რჩება და ჭამს — უხარია, და როცა შეხვდება თავის უფალს — გაიხარებს თავისი მარხვით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1904

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ უზენაესი ალლაჰი ამბობს ყუდსი ჰადისში:
ყველა საქმე, რომელსაც ადამის შვილი (ადამიანი) აკეთებს, მრავლდება: ერთი კარგი საქმე ათმაგად შვიდასმაგამდეც კი იძლევა ჯილდოს, გარდა მარხვისა. რადგან მარხვა ჩემია (ალლაჰისა), რადგან მასში არ არის თვალთმაქცობა და მე ვასაჩუქრებ მას. მე მხოლოდ თავად ვიცი მისი ჯილდოს ზომა და მისი სიკეთის გამრავლების მასშტაბი.
შემდეგ თქვა: «მარხვა არის ფარი» – დაცვა, საფარი და ძლიერი ციხესიმაგრე ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, რადგან ის წარმოადგენს ვნებებისგან და ცოდვებში ჩავარდნისგან თავის შეკავებას, მაშინ როცა ჯოჯოხეთი ვნებებით არის გარშემორტყმული.
და როცა რომელიმე თქვენგანის მარხვის დღე დგება, ნუ ჩაიდენთ უხამსობას) რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს და მის წინაპირობებს, ასევე ყოველგვარ უწმაწურ და უხამს საუბარს.
(და ნუ იყვირებს) რაც გულისხმობს ჩხუბსა და ყვირილს.
(თუ ვინმე მას შეურაცხყოფას მიაყენებს ან ებრძვის) რამადანის დროს, უთხრას: 'მე მარხვაში ვარ,' რათა თავი შეიკავოს და შეწყვიტოს. ხოლო თუ ის მაინც არ შეეშვება და ნამდვილი ჩხუბის წამოწყებას გადაწყვეტს, დაე, დაიცვას თავი ყველაზე მსუბუქი და ზომიერი გზით, როგორც თავდამსხმელისგან თავდაცვის შემთხვევაში, როგორც მარხული.
შემდეგ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა და დაადასტურა, იმაზე, ვის ხელშიც მისი სულია, რომ მარხვისგან გამოწვეული მარხულთა პირის(არასასიამოვნო) სუნი განკითხვის დღეს ალლაჰისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე თქვენთვის მისქის სურნელი, და ის (არასასიამოვნო სუნი) ალლაჰისგან უფრო მეტად დაჯილდოვდება, ვიდრე მისქის გამოყენება პარასკევისა და ცოდნისთვის შეკრებების დროს.
მარხულისთვის არის ორი სიხარული, რომლებიც მას ახარებს: როცა მარხვას არღვევს(საღამოს), სიხარულით ეგებება მისი დასრულებას, რადგან შიმშილისა და წყურვილის მოცილება ნებადართული ხდება. ასევე, სიხარული მას სრულყოფილი მარხვისა და ღვთისმსახურების დასრულების გამო ეუფლება, რაც მისთვის ალლაჰის შემსუბუქებასა და მომავალ მარხვაში დახმარებას მოასწავებს.
(როდესაც იგი თავის ღმერთს შეხვდება, გაიხარებს თავისი მარხვით) რადგან მიიღებს მის საზღაურსა და ჯილდოს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მარხვის სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ იგი იცავს მის დამცველს ამქვეყნად ვნებებისგან და საიქიოში ცეცხლის სატანჯველისგან.
  2. მარხვის ეთიკა მოიცავს უწმაწური სიტყვებისა და ლაყბობის მიტოვებას, ხალხისგან გამოწვეული შეურაცხყოფის მოთმენას და მათი ცუდი საქციელის საპასუხოდ მოთმინებას და სიკეთეს.
  3. მარხულს ან ღვთისმსახურ ადამიანს, თუ იგი სიხარულს განიცდის თავისი ღვთისმსახურების დასრულების გამო, ეს არ დააკლებს მის საიქიოში მიღებულ ჯილდოს.
  4. სრული სიხარული არის უზენაეს ალლაჰთან შეხვედრაში, როდესაც მომთმენებს და მარხულებს მიენიჭებათ მათი ჯილდო ანგარიშის გარეშე.
  5. ხალხისთვის მორჩილების საქმის შესახებ ინფორმირება საჭიროებისა და სარგებლობის დროს (რიაა)თვალთმაქცობის ნაწილად არ ითვლება, შუამავლის თქმით: (მე მარხვაში ვარ).
  6. სრულყოფილად მარხული ისაა, ვისი ორგანოებიც იცავენ თავს ცოდვებისგან, ენა – სიცრუის, უწმაწურობისა და ცრუმოწმობისგან, ხოლო მუცელი – საკვებისა და სასმელისგან.
  7. დადასტურება იმისა, რომ მარხვის დროს ჩხუბი, კამათი და ყვირილი აკრძალულია, თუმცა, ეს ქცევები აკრძალულია მათთვისაც, ვინც არ მარხულობს.
  8. ამ ჰადისს, რასაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს ღმერთისგან ეწოდება წმინდა ან ღვთაებრივი ჰადისი (ჰადის ალ-ყუდსი). ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიტყვებიც და მნიშვნელობაც ალლაჰისგანაა, თუმცა მასში არ არის ყურანისეული თვისებები, რომლითაც მხოლოდ ყურანია გამორჩეული სხვებისგან, როგორიცაა თაყვანისცემა მხოლოდ მისი კითხვით, მისი წაკითხვისთვის სისუფთავის აუცილებლობა, მისი განუმეორებულობა, სასწაულები და სხვა.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية