عَنْ كَعْبِ بْنِ عُجْرَةَ رضي الله عنه عَنْ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مُعَقِّبَاتٌ لَا يَخِيبُ قَائِلُهُنَّ -أَوْ فَاعِلُهُنَّ- دُبُرَ كُلِّ صَلَاةٍ مَكْتُوبَةٍ، ثَلَاثٌ وَثَلَاثُونَ تَسْبِيحَةً، وَثَلَاثٌ وَثَلَاثُونَ تَحْمِيدَةً، وَأَرْبَعٌ وَثَلَاثُونَ تَكْبِيرَةً».
[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 596]
المزيــد ...
გადმოცემულია ქა'ბ იბნ 'უჯრასგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ წააგებს [ადამიანი, რომელიც] ყოველი სავალდებულო ლოცვის ბოლოს 33-ჯერ იტყვის 'სუბჰან ალლაჰ', 33-ჯერ — 'ალჰამდულილლაჰ' და 34-ჯერ — 'ალლაჰუ აქბარ'».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 596]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა ზიქრები, რომელთა მკითხველი არ დაკარგავს და არ ინანებს მათ თქმას. პირიქით, მას ელოდება ამ სიტყვების დიდი საზღაური. ეს ზიქრები მიჰყვებიან ერთმანეთს და ითქმება სავალდებულო ლოცვის დასრულების შემდეგ. ისინი შემდეგია:
„სუბჰანალლაჰ“ – 33-ჯერ, რაც ნიშნავს ალლაჰის განდიდებას ყოველგვარი ნაკლისგან.
„ალჰამდულილლაჰ“ – 33-ჯერ, რაც ნიშნავს ალლაჰის სრულყოფილების აღიარებას, სიყვარულსა და განდიდებას.
„ალლაჰუ აქბარ“ – 34-ჯერ, რაც ნიშნავს, რომ ალლაჰი ყველაზე დიდია, ყველაზე დიადი უძლეველია