1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი არ აქვს მუსლიმს უფლება, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, გაათენოს სამი ღამე ისე, რომ მან თავისი ანდერძი არ დაწეროს

عَنْ ابْنِ عُمَرَ رَضيَ اللهُ عنهُما أَنَّهُ سَمِعَ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَا حَقُّ امْرِئٍ مُسْلِمٍ لَهُ شَيْءٌ يُوصِي فِيهِ، يَبِيتُ ثَلَاثَ لَيَالٍ، إِلَّا وَوَصِيَّتُهُ عِنْدَهُ مَكْتُوبَةٌ»، قَالَ عَبْدُ اللهِ بْنُ عُمَرَ رضي الله عنهما: «مَا مَرَّتْ عَلَيَّ لَيْلَةٌ مُنْذُ سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ ذَلِكَ إِلَّا وَعِنْدِي وَصِيَّتِي».

აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) გადმოცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ აქვს მუსლიმს უფლება, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, გაათენოს სამი ღამე ისე, რომ მან თავისი ანდერძი არ დაწეროს» აბდულლაჰ იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: «მე ერთი ღამეც კი აღარ გამითევია მას შემდეგ, რაც ეს მოვისმინე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისე, რომ არ დამეწერა ჩემი ანდერძი».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1627

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ მუსლიმისთვის, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, თავისი უფლებებიდან თუ ქონებიდან, თუნდაც მცერეოდენი იყოს, რომ მან გაათენოს სამ ღამეზე მეტი ისე, რომ ანდერძი არ ჰქონდეს დაწერილი. აბდულლაჰ იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: «იმის შემდეგ, რაც ეს მოვისმინე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არც ერთი ღამე არ გამიტარებია ისე, რომ მზად არ მქონოდა ანდერძი».

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შარიათით დადგენილია ანდერძის შედგენის კანონიერება და მისი დროული შესრულების აუცილებლობა — რათა განმარტდეს მისი არსი, შესრულდეს შარიათის ბრძანება, ადამიანი მოემზადოს სიკვდილისთვის და გააზრებულად მიუდგეს ანდერძის შინაარსსა და ქონების განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს წინასწარ განხორციელდეს — სანამ ადამიანს სხვა საზრუნავი მიიზიდავს.
  2. ანდერძი (ვასია) ნიშნავს ნაბრძანებს, დატოვებულ რჩევას ან განკარგულებას. ეს არის განკარგულება, რომელსაც ადამიანი ტოვებს თავისი სიკვდილის შემდეგ. ის შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: დავალება კონკრეტული პირისთვის, რომ მართოს მისი ქონების გარკვეული ნაწილი; პირის დანიშვნა, რომელიც იზრუნებს მისი არასრულწლოვანი შვილების აღზრდასა და მოვლაზე; დავალება, რომელიც ეხება ნებისმიერი სხვა საქმის შესრულებას, რაც დაკავშირებულია მის ქონებასთან ან უფლებებთან გარდაცვალების შემდეგ.
  3. ანდერძი იყოფა სამ სახეობად: 1-რეკომენდებული (მუსთაჰაბ): ეს არის ანდერძი, როდესაც ადამიანი თავისი ქონების ნაწილს განკარგავს კეთილ საქმეში, მოწყალებაში ან საქველმოქმედო მიზნებისთვის, რათა სიკვდილის შემდეგ მისთვის საქმის საზღაური/მადლი უწყვეტად მიაღწიოს. 2-სავალდებულო (ვაჯიბ): ეს არის ანდერძი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ვალდებულებებთან ალლაჰის წინაშე: მაგალითად, გადაუხდელი ზაქათი, სავალდებულო გამოსყიდვა (ქაფფარა) ან შარიათით დადგენილი სხვა ვალები; ადამიანების წინაშე: მაგალითად, ვალები, საგნების დაბრუნება, რომლებიც საიმედოდ ჰქონდა შენახული (ამანათები) და სხვა მსგავსი ვალდებულებები. 3-აკრძალული (მუჰარრამა): ეს არის ანდერძი, როდესაც: ანდერძით დატოვებული ქონება აღემატება მთლიანი ქონების მესამედს; ანდერძი შედგენილია რომელიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, დანარჩენების უგულებელყოფით.
  4. აბდულლაჰ იბნ უმარის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ღირსება და მისი სწრაფვა კეთილი საქმეების შესრულებისკენ და ბრძნული შარიათის წესების დაცვისკენ.
  5. იბნ დაყიყ ალ-'იდმა თქვა: «ნებართვა იმისა, რომ ანდერძის შედგენა ორი ან სამი ღამით გადაიდოს, იმ მიზანს ემსახურება, რომ თავიდან იქნეს აცილებული სირთულეები და გაჭირვება».
  6. მნიშვნელოვანი საქმეები წერილობითად უნდა დაფიქსირდეს, რადგან ეს უფრო საიმედო და უკეთესი გზაა უფლებების შესანარჩუნებლად.

თარგმნების ჩვენება

40 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ الكانادا
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية