+ -

عن أبي سعيد الخدري رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«الحَسَن والحُسَيْن سَيِّدا شَباب أهْل الجنة».

[صحيح] - [رواه الترمذي وأحمد] - [سنن الترمذي: 3768]
المزيــد ...

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჰასანი და ჰუსეინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა] - [სუნან ალ-თირმიზი - 3768]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ მისი შვილიშვილები, ჰასანი და ჰუსეინი (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) ალი იბნ აბი ტალიბისა და ფატიმას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ვაჟები, სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან, ყველა იმ ახალგაზრდას შორის, ვინც ამქვეყნად გარდაიცვალა და სამოთხეში შევიდა, ისინი არიან საუკეთესონი, ისინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან, გარდა მოციქულებისა და მართლმორწმუნე ხალიფებისა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ ჰადისში აშკარად ჩანს ჰასანისა და ჰუსეინის (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) მაღალი ღირსება და უპირატესობა.
  2. ამ ჰადისის მნიშვნელობაზე ითქვა: ამ ჰადისის თქმის დროს, ჰასანი და ჰუსეინი (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) იმ დროის ახალგაზრდებს შორის იყვნენ სამოთხის ბატონები. ისინი უპირატესობას ფლობენ იმათზე, ვისთვისაც არ არის დადგენილი ზოგადი, როგორიცაა წინასწარმეტყველები და მართალი ხალიფები. ''ახალგაზრდობა“ აქ არ ეხება მხოლოდ ასაკს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც გამოირჩევიან ახალგაზრდობის ღირსებებით, როგორიცაა კაცობა, გულუხვობა და სიმამაცე. ამ ჰადისით არ არის გამიზნული ბიოლოგიური ასაკი, რადგან ჰასანი და ჰუსეინი (ალლაჰის იყოს ორივეთი კმაყოფილი) ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალნენ.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ფრანგული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ნეპალური უნგრული
თარგმნების ჩვენება