1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ბიოგრაფია და ისტორია

ჰადისი ბანუ ისრაილის წინამძღოლები წინასწარმეტყველები იყვნენ: როდესაც ერთი წინასწარმეტყველი გარდაიცვლებოდა, მას სხვა ცვლიდა. ხოლო ჭეშმარიტად, ჩემს შემდეგ აღარ იქნება წინასწარმეტყველი. ჩემს შემდეგ იქნებიან მმართველები, და ისინი მრავლად იქნებიან

عَنْ أَبِي حَازِمٍ قَالَ: قَاعَدْتُ أَبَا هُرَيْرَةَ رضي الله عنه خَمْسَ سِنِينَ، فَسَمِعْتُهُ يُحَدِّثُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَالَ:
«كَانَتْ بَنُو إِسْرَائِيلَ تَسُوسُهُمُ الأَنْبِيَاءُ، كُلَّمَا هَلَكَ نَبِيٌّ خَلَفَهُ نَبِيٌّ، وَإِنَّهُ لاَ نَبِيَّ بَعْدِي، وَسَيَكُونُ خُلَفَاءُ فَيَكْثُرُونَ» قَالُوا: فَمَا تَأْمُرُنَا؟ قَالَ: «فُوا بِبَيْعَةِ الأَوَّلِ فَالأَوَّلِ، أَعْطُوهُمْ حَقَّهُمْ، فَإِنَّ اللَّهَ سَائِلُهُمْ عَمَّا اسْتَرْعَاهُمْ».

აბუ ჰაზიმი გადმოსცემს:« მე აბუ ჰურაირასთან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ერთად ხუთი წელი გავატარე, და მისგან გავიგონე, რომ მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა შემდეგს:
«ბანუ ისრაილის წინამძღოლები წინასწარმეტყველები იყვნენ: როდესაც ერთი წინასწარმეტყველი გარდაიცვლებოდა, მას სხვა ცვლიდა. ხოლო ჭეშმარიტად, ჩემს შემდეგ აღარ იქნება წინასწარმეტყველი. ჩემს შემდეგ იქნებიან მმართველები, და ისინი მრავლად იქნებიან». მათ ჰკითხეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, რას გვიბრძანებ?" მან უპასუხა: «იყავით ერთგულნი იმ პირობის, რომელიც პირველ მმართველს შეჰფიცეთ, შემდეგ კი იმას, ვინც მას მოჰყვება. და დაიცავით მათი უფლებები, რადგან, ჭეშმარიტად, ალლაჰი მათ პასუხს მოსთხოვს იმაზე, რაც მათ მმართველობად დაუდგინა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3455

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ებრაელების მოდგმას ოდითგანვე შუამავლები ხელმძღვანელობდნენ, ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი მათი საქმეების, როგორც მმართველები არიან პასუხისმგებელნი თავისი ხალხის, და ყოველ ჯერზე როდესაც მათი მდგომარეობა ირღვეოდა, ალლაჰი მათ წინასწარმეტყველს უგზავნიდა, რომელიც მათ მართალ გზას უბრუნებდა და აღმოფხვრიდა იმ გადახრებს, რომლებსაც ისინი რელიგიურ დადგენილებებში შეიტანდნენ. ჩემს შემდეგ აღარ იქნება შუამავალი, რათა გამოასწოროს საქმეები როგორც ადრე მყოფი შუამავლები იქცეოდნენ, ჩემს შემდგომ იქნება ბევრი ხალიფა (მმართველი) და მოხდება მათ შორის უთანხმოება და არეულობა. ამ დროს საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შეეკითხნენ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ასეთ დროს რას გვიბრძანებ? მან უპასუხა: თუ ერთ ხალიფას შეჰფიცეს ერთგულება, ხოლო შემდეგ მეორესაც, მაშინ პირველი ხალიფასთვის მიცემული ფიცი ძალაშია და აუცილებელია მისი დაცვა, ხოლო მეორესთვის მიცემული ფიცი ბათილია, და მას ეკრძალება მისი მოთხოვნა. დაიცავით მათი [მმართველების] უფლებები, დაემორჩილეთ მათ, უსმინეთ და დაემორჩილეთ ყველაფერში, რაც არ არის ალლაჰის დაუმორჩილებლობა. ხოლო ალლაჰი მათგან პასუხს მოსთხოვს და მათ განკითხავს იმისთვის, როგორ მოგექცნენ თქვენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აუცილებელია საზოგადოებას ჰყავდეს შუამავალი ან მმართველი, რომელიც მიხედავს მათ საქმეებს, და წაიყვანს მათ სწორი გზით.
  2. ჩვენი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემდეგ სხვა შუამავალი აღარ იქნება.
  3. გაფრთხილება იმის წინააღმდეგ გამოსვლისგან, ვისი მმართველობაც შარიათული გზით დამტკიცდა.
  4. მიუღებელია ერთდროულად ორ ხალიფასთან იქნეს დადებული მორჩილების ფიცი.
  5. მმართველის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან უზენაესი ალლაჰი მას მოსთხოვს პასუხს თავისი ხალხის გამო.
  6. იბნ ჰაჯარმა თქვა: «რელიგიური საქმე საქვეყნო საქმეზე მაღლა დგას, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა, რომ დაცული უნდა იყოს მმართველის უფლება, რადგან ამის შედეგად რელიგიის სიტყვა ამაღლდება და აღიკვეთება არეულობა და ბოროტება. ხალხისთვის მიცემული ბრძანება, რომ გადადონ თავიანთი უფლებების მოთხოვნა, არ ნიშნავს, რომ ეს უფლებები უგულებელყოფილი დარჩება, რადგან ალლაჰმა აღუთქვა, რომ ეს უფლებები აუცილებლად იქნება აღსრულებული, თუნდაც იმქვეყნად».
  7. ეს წინასწარმეტყველება ერთ-ერთი დამამტკიცებელი მტკიცებულებაა მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველური მისიის ჭეშმარიტების შესახებ: მის შემდეგ მართლაც მრავალი ხალიფა იყო, და უმმათს მართავდნენ როგორც მართალი, ისე უმართლო მმართველები.

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية