+ -

عَنْ عَائِشَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهَا أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«تَحَرَّوْا لَيْلَةَ القَدْرِ فِي الوِتْرِ مِنَ العَشْرِ الأَوَاخِرِ مِنْ رَمَضَانَ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 2017]
المزيــد ...

აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყადირის ღამეს რამადანის თვის ბოლო ათი დღის კენტ ღამეებში ეძებდა».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 2017]

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა მორწმუნეები, რომ გაისარჯონ და ეძებონ ყადირის ღამე, და მრავლად აკეთონ კარგი საქმეები, და ყველაზე დიდი ალბათობა,ა რომ ყადირის ღამე იყოს რამადანის თვის ბოლო ათი დღის კენთ ღამეებში ყოველ წელს, ესენია: ოცდამეერთე, ოცდამესამე, ოცდამეხუთე, ოცდამეშვიდე და ოცდამეცხრე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყადირის ღამის მადლიანობა და ამ ღამის ძიებისკენ მოწოდება.
  2. ალლაჰმა თავისი სიბრძნითა და წყალობით დაფარა ეს ღამე, რათა ადამიანები გულმოდგინედ ემსახურონ მას მის მოსაპოვებლად, რითაც მათი საჩუქარი და ჯილდო გაორმაგდება.
  3. ყადირის ღამე რამადანის თვის ბოლო ათ ღამეშია, უფრო მეტი ალბათობით მათგან კენტ რიცხვებში.
  4. ყადრის ღამე არის ერთ-ერთი ღამე რამადანის ბოლო ათი ღამიდან. ეს არის ის ღამე, როდესაც უზენაესმა ალლაჰმა გაუგზავნა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანი. ალლაჰმა ეს ღამე ათას თვეზე უკეთესად განსაზღვრა მისი კურთხეულობის, მაღალი ღირსებისა და იმით, რომ ამ ღამეს ჩადენილი კეთილი საქმე განსაკუთრებულად დიდ ჯილდოს იმსახურებს.
  5. მას ყადირის ღამე ეწოდა: მისი სიდიადის გამო, ასევე ითქვა: მისი დიდი მადლიანობის გამო, სიტყვა ღამე ემატება მეორე სიტყვას როგორც მისი თვისება, ანუ დიადი ღამე, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ფასი ძალიან დიდია, დიადია, ძვირფასია, მაღალია და სხვა. { ჭეშმარიტად ჩვენ გარდმოვავლინეთ ის ბარაქიან ღამეს} [ალ-დუხაან: 3], ან მისი შეფასების გამო: ამ შემთხვევაში მისი დამატება მოხდება როგორც დროის გარემოება და რაც მასში ხდება, ანუ: ამ ღამეში მოხდება შეფასებები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე, {მასში განირჩევა ყველა ბრძნული საქმე} [ად-დუხაან: 4].
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური სვაჰილური ტაილანდური ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი