1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) "თალბია" (უმრის ან ჰაჯობის წინ წარმოსათქმელი ვედრება) შემდეგნაირი იყო: «ღმერთო მე შენს წინაშე ვარ, შენს წინაშე ვარ, ღმერთო შენს წინაშე ვარ და არ გყავს შენ მოზიარე, ჭეშმარიტად, ქება-დიდება და წყალობა შენ გეკუთვნის, მეუფება შენ გეკუთვნის და არ გყავს შენ მოზიარე

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ عُمَرَ رَضِيَ اللهُ عَنْهُمَا:
أَنَّ تَلْبِيَةَ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لَبَّيْكَ اللهُمَّ، لَبَّيْكَ، لَبَّيْكَ لَا شَرِيكَ لَكَ لَبَّيْكَ، إِنَّ الْحَمْدَ وَالنِّعْمَةَ لَكَ وَالْمُلْكَ لَا شَرِيكَ لَكَ» قَالَ: وَكَانَ عَبْدُ اللهِ بْنُ عُمَرَ رَضِيَ اللهُ عَنْهُمَا يَزِيدُ فِيهَا: لَبَّيْكَ لَبَّيْكَ، وَسَعْدَيْكَ، وَالْخَيْرُ بِيَدَيْكَ، لَبَّيْكَ وَالرَّغْبَاءُ إِلَيْكَ وَالْعَمَلُ.

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):
«ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) "თალბია" (უმრის ან ჰაჯობის წინ წარმოსათქმელი ვედრება) შემდეგნაირი იყო: «ღმერთო მე შენს წინაშე ვარ, შენს წინაშე ვარ, ღმერთო შენს წინაშე ვარ და არ გყავს შენ მოზიარე, ჭეშმარიტად, ქება-დიდება და წყალობა შენ გეკუთვნის, მეუფება შენ გეკუთვნის და არ გყავს შენ მოზიარე» / ლაბაიქა ლლაჰუმმა ლაბაიქ, ლაბაიქა ლაა შარიიქა ლაქა ლაბბაიქ, ინნალ ჰამდა ვა ნნი'მათა ლაქა ვალ მულქ, ლაა შარიიქა ლაქ /, თქვა: აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ამ სიტყვებს ამატებდა: შენს წინაშე ვარ, შენს წინაშე ვარ, მზად ვარ გემსახურო, ყველა სიკეთე შენს ხელთაა, შენ წინაშე ვარ, შენსკენაა ყველა სწრაფვა და მოქმედება /ლაბბაიქა, ლაბბაიქა, ვა სა'დაიქა, ვალხაირუ ბიადაიქა, ლაბბაიქა ვარრაღბააუ ილაიქა ვალ 'ამალუ/»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1184

განმარტება

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თალბია იყო, როცა მას ჰაჯობის ან უმრას დაწყება სურდა შემდეგი, ის ამბობდა: (ღმერთო ჩემო, მე შენს სინაშე ვარ) – ეს არის მორჩილების პასუხი შენთვის, ალლაჰო, რადგან გვიხმე ერთგულების, თავჰიდის, ჰაჯისა და სხვა საქმეებისკენ, (მე შენს წინაშე ვარ, არ გყავს შენ მოზიარე) – რადგან მხოლოდ შენ ხარ ღირსი თაყვანისცემისა, არავინ გყავს პარტნიორად შენს ბატონობაში, ღვთაებრიობაში, სახელებსა და თვისებებში, (შენ გეკუთვნის ქება-დიდება) – მადლიერება და შექება, (და წყალობა) – ყველა მადლი შენგან მოდის და შენ ხარ მისი მიმნიჭებელი, (შენ გეკუთვნის) – მხოლოდ შენ გეკუთვნის ყველა მდგომარეობაში, (და მეუფება) – ასევე მბრძანებლობა მხოლოდ შენ გეკუთვნის, (არ გყავს შენ მოზიარე) – შენ არ გყავს თანაზიარი არც ერთ ამ საკითხში, რადგან ყველაფერი მხოლოდ შენ გეკუთვნის. იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამ ვედრებას ამატებდა: (მე შენს წინაშე ვარ, შენს წინაშე ვარ და მზად ვარ გემსახურო) – დამასაჩუქრე სიხარულით და კეთილდღეობით, როგორც აქამდე, კვლავაც, (ყველა სიკეთე შენს ხელთაა) – ყოველი სიკეთე მხოლოდ შენს ხელშია და შენი მოწყალება არის, (შენს წინაშე ვარ და ყველა მისწრაფება შენსკენაა) – ყველა თხოვნა და ლოცვა მხოლოდ შენკენ არის მიმართული, რადგან სიკეთე მხოლოდ შენს ხელშია, (და ყველა საქმე) – ყველა საქმე მხოლოდ შენთვის სრულდება, რადგან მხოლოდ შენ ხარ ღირსი თაყვანისცემისა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თალბია დადგენილია ჰაჯობაზე და უმრაზე, და დადასტურებულია ამ ორი ღვთისმსახურების დროს; რადგან ეს არის ამ ღვთისმსახურებებისთვის დამახასიათებელი ნიშანი, როგორც ლოცვისთვის თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) არის დამახასიათებელი ნიშანი.
  2. იბნ ალ-მუნიირმა თქვა: «თალბიას კანონიერი დადგენილება მიუთითებს იმაზე, რომ უზენაესმა ალლაჰმა თავის მონებს დიდი პატივი აჩუქა, რადგან მათი მობრძანება მის სახლში (ქააბაში) მისი მოწვევით ხდება, რაც მიანიშნებს მის წყალობასა და მორჩილების მიღებაზე, წმინდაა ის და ამაღლებული».
  3. უმჯობესია მუდმივად იმეოროთ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თალბია, თუმცა დამატების დაშვებაც შესაძლებელია, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის დაამტკიცა. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ეს არის ყველაზე სამართლიანი მიდგომა – რასაც ჰადისში მარფუ’ად (მოციქულისგან გადმოცემულად) მივიღეთ, უნდა გამოირჩეოდეს დამოუკიდებლად. ხოლო, თუ ვინმე ირჩევს მავყუუფ ჰადისს (საჰაბების სიტყვებს) ან თვითონ თალბიას რაიმე შესაფერისი დამატებას გააკეთებს, ეს ცალკე უნდა გამოითქვას ისე, რომ მარფუ‘ ჰადისთან არ აერიოს. ეს ჰგავს თაშაჰუდში გაკეთებულ დუას, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდბა მას) ბრძანა: «შემდეგ შეარჩიოს თხოვნებისა და ქების ის სიტყვები, რაც სურს» – ანუ მას შემდეგ, რაც მარფუ‘ ნაწილს დაასრულებს.
  4. რეკომენდებულია მამაკაცისთვის თალბიას ხმამაღლა წარმოთქმა, ხოლო ქალისთვის უმჯობესია მისი ხმის დაწევა, რათა თავიდან აიცილოს ფითნა.

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية