1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ჩვენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად სუჰური მივირთვით, შემდეგ ის დილის ლოცვის სალოცავად წამოდგა, მე ვკითხე: რა დრო იყო სუჰურსა და აზანს შორის? თქვა: «ორმოცდაათი აიათის წაკითხვის დრო

عَنْ زَيْدِ بْنِ ثَابِتٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ:
تَسَحَّرْنَا مَعَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، ثُمَّ قَامَ إِلَى الصَّلاةِ، قُلْتُ: كَمْ كَانَ بَيْنَ الأَذَانِ وَالسَّحُورِ؟ قَالَ: قَدْرُ خَمْسِينَ آيَةً.

გადმოცემულია ზაიდ იბნ სააბითისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ჩვენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად სუჰური მივირთვით, შემდეგ ის დილის ლოცვის სალოცავად წამოდგა, მე ვკითხე: რა დრო იყო სუჰურსა და აზანს შორის? თქვა: «ორმოცდაათი აიათის წაკითხვის დრო».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1921

განმარტება

ზოგიერთმა საჰაბამ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მიირთვეს სუჰური, შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილის ლოცვის სალოცავად ადგა. ანასმა ჰკითხა ზაიდ იბნ სააბითს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რა პერიოდი იყო აზანსა და სუჰურის შეწყვეტას შორის გასული? ზაიდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უპასუხა: საშუალო სიგრძის ორმოცდაათი აიათის წაკითხვის პერიოდი, არც გრძელი აიათები და არც მოკლე, არც სწრაფად წაკითხული და არც ძალიან ნელა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სუჰურის დაგვიანება ფაჯრის წინ უფრო სასარგებლოა, რადგან ეს მაქსიმალურად აძლიერებს ორგანიზმს, რაც ხელს უწყობს მარხვის გაძლებას და ზრდის დღის განმავლობაში მის სარგებელს.
  2. საჰაბები დიდი გულმოდგინებით ცდილობდნენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიახლოვეს, რათა ესწავლათ მისგან.
  3. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კეთილი და თბილი ურთიერთობა თავის მიმდევრებთან, რადგანაც ის მათთან ერთად მიირთმევდა.
  4. ჭამა-სმის შეწყვეტის დრო დილის ლოცვის დადგომის დროა.
  5. სიტყვები: ''რა დრო იყო სუჰურსა და აზანს შორის?'' ამ სიტყვებში იგულისხმება იყამას წაკითხვა ლოცვისთვის; სხვა ჰადისში მოცემული სიტყვებიდან გამომდინარე: ''რამდენი იყო დრო როცა სუჰურის მირთმევას თავი დაანებეს და სალოცავად წამოდგნენ'', ეს ჰადისები ერთი მეორეს განმარტავს.
  6. ალ-მუჰალლაბმა თქვა: «ამ ჰადისში ჩანს, როგორ განსაზღვრავდნენ არაბები დროის მონაკვეთებს სხეულის ქმედებებით. არაბები ჩვეულებრივ დროის განსაზღვრისთვის იყენებდნენ ყოველდღიურ საქმიანობებს, მაგალითად: "ერთი ცხვრის მოწველის დრო", "ერთი აქლემის დაკვლის დრო". ზაიდ იბნ საბითმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამ ტრადიციას გადააბიჯა და დროის განსაზღვრისთვის აიათების კითხვა გამოიყენა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დრო იყო თაყვანისცემის და ყურანის კითხვის დრო. თუ ისინი სხვა სახის საზომს გამოიყენებდნენ, მაშინ იტყოდნენ, მაგალითად: "ერთი საფეხურის გავლა", ან "სამიდან ხუთის მესამედი საათი"».
  7. იბნ აბი ჯამრამ თქვა: «მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფიქრობდა იმაზე, რაც უფრო მარტივი იქნებოდა მისი უმმეთისთვის და იმას აკეთებდა; რადგან მას რომ სუჰური არ მიერთვა, მისი მიმდევრებიც მას მიბაძავდნენ და ეს მათთვის რთული იქნებოდა, მას შუა ღამისას რომ გააეკეთებინა სუჰური ესეც რთული იქნებოდა ზოგიერთი მათგანისთვის, მათთვის ვისაც ახასიათებთ ღრმა ძილი შეიძლებოდა ეს გამხდარიყო დილის ლოცვის გაცდენის მიზეზი ან კიდევ ღამის უძილოდ გატარების მიზეზი».

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية