عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضيَ اللهُ عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنَّهُ قَالَ:
«اللهُمَّ لَا عَيْشَ إِلَّا عَيْشُ الْآخِرَهْ، فَاغْفِرْ لِلْأَنْصَارِ وَالْمُهَاجِرَهْ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 1805]
المزيــد ...
ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 1805]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიოშია, ალლაჰის კეთილგანწყობაში, მის წყალობასა და სამოთხეში, რადგან ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალია, ხოლო საიქიო ცხოვრება მარადიული და სამუდამო, შემდეგ მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დუა გააკეთა ანსარებისთვის, რომლებმაც თავიანთ მიწაზე შეიფარეს მოციქული და მუჰაჯირები, მხარი დაუჭირეს მათ და თავიანთი ქონება გაუყვეს, ასევე მუჰაჯირებისთვის, რომლებმაც ალლაჰის წყალობის და მის კეთილგანწყობის საძიებლად დატოვეს თავიანთი სახლები და ქონება.