+ -

عَنْ كَعْبِ بْنِ عُجْرَةَ رضي الله عنه عَنْ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مُعَقِّبَاتٌ لَا يَخِيبُ قَائِلُهُنَّ -أَوْ فَاعِلُهُنَّ- دُبُرَ كُلِّ صَلَاةٍ مَكْتُوبَةٍ، ثَلَاثٌ وَثَلَاثُونَ تَسْبِيحَةً، وَثَلَاثٌ وَثَلَاثُونَ تَحْمِيدَةً، وَأَرْبَعٌ وَثَلَاثُونَ تَكْبِيرَةً».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 596]
المزيــد ...

გადმოცემულია ქა'ბ იბნ 'უჯრასგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ წააგებს [ადამიანი, რომელიც] ყოველი სავალდებულო ლოცვის ბოლოს 33-ჯერ იტყვის 'სუბჰან ალლაჰ', 33-ჯერ — 'ალჰამდულილლაჰ' და 34-ჯერ — 'ალლაჰუ აქბარ'».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 596]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა ზიქრები, რომელთა მკითხველი არ დაკარგავს და არ ინანებს მათ თქმას. პირიქით, მას ელოდება ამ სიტყვების დიდი საზღაური. ეს ზიქრები მიჰყვებიან ერთმანეთს და ითქმება სავალდებულო ლოცვის დასრულების შემდეგ. ისინი შემდეგია:
„სუბჰანალლაჰ“ – 33-ჯერ, რაც ნიშნავს ალლაჰის განდიდებას ყოველგვარი ნაკლისგან.
„ალჰამდულილლაჰ“ – 33-ჯერ, რაც ნიშნავს ალლაჰის სრულყოფილების აღიარებას, სიყვარულსა და განდიდებას.
„ალლაჰუ აქბარ“ – 34-ჯერ, რაც ნიშნავს, რომ ალლაჰი ყველაზე დიდია, ყველაზე დიადი უძლეველია

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თასბიჰის (სუბჰანალლაჰ), თაჰმიდის (ალჰამდულილლაჰ) და თაქბირის (ალლაჰუ აქბარ) ღირსება, და ისინი მიეკუთვნება მუდმივ კეთილი საქმეებს.
მეტი