1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ:
قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «يَقُولُ اللهُ عَزَّ وَجَلَّ: أَنَا عِنْدَ ظَنِّ عَبْدِي، وَأَنَا مَعَهُ حِينَ يَذْكُرُنِي، فَإِنْ ذَكَرَنِي فِي نَفْسِهِ ذَكَرْتُهُ فِي نَفْسِي، وَإِنْ ذَكَرَنِي فِي مَلَإٍ ذَكَرْتُهُ فِي مَلَإٍ خَيْرٍ مِنْهُ، وَإِنِ اقْتَرَبَ إِلَيَّ شِبْرًا، تَقَرَّبْتُ إِلَيْهِ ذِرَاعًا، وَإِنِ اقْتَرَبَ إِلَيَّ ذِرَاعًا، اقْتَرَبْتُ إِلَيْهِ بَاعًا، وَإِنْ أَتَانِي يَمْشِي أَتَيْتُهُ هَرْوَلَةً».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს: მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2675

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ უზენაესი ალლაჰი ამბობს ყუდსი ჰადისში:
მე ვარ ჩემი მონის მოლოდინის შესაბამისად, ანუ ვექცევი ჩემს მონას ისე, როგორც ის ჩემზე ფიქრობს — იმედით, რომ მიიღებს მიტევებას და მოწყალებას. მე ვიქცევი მასთან ისე, როგორც ის ჩემგან ელოდება, იქნება ეს სიკეთე თუ სხვა რამ. და მე მასთან ვარ, ჩემი მოწყალებით, მფარველობით, მართვითა და მხარდაჭერით, როცა ის მიხსენებს.
თუ ის მახსენებს თავის გულში, მარტოობაში, როგორც მაგალითად, სიტყვებით 'სუბჰანალლაჰ' (ალლაჰი წმინდაა) ან 'ლა ილაჰა ილლალლაჰ' (არ არის ღმერთი ალლაჰის გარდა) ან სხვა სიტყვებით, მეც ვახსენებ მას ჩემში.
თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც ვახსენებ მას საზოგადოებაში, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო კეთილშობილურია(იგულისხ.ანგელოზები).
ვინც ალლაჰს მიუახლოვდება ერთი მტკაველის მანძილით, ალლაჰი მას უფრო მეტად დაუხლოვდება, ერთი იდაყვის მანძილით.
თუ ის ალლაჰს მიუახლოვდება ერთი იდაყვის მანძილით, ალლაჰი მას უფრო მეტად დაუახლოვდება გაშლილი ორი მკლავის მანძილით.
თუ ის ალლაჰს სიარულით მიუახლოვდება, ალლაჰი მასთან სირბილით მივა.
როცა მონა თავის ღმერთს უახლოვდება მორჩილებითა და გულის მისკენ მიქცევით, ალლაჰი, დიდებული და უზენაესი, მას კიდევ უფრო აახლოებს თავისთან, რაც არის ჯილდო მისივე ქმედების მსგავსი.
როდესაც მორწმუნის მორჩილება თავის უფალთან სრულყოფილია, უზენაესი ალლაჰი უფრო ახლოს ხდება მასთან. ალლაჰის მიცემული წყალობა და ჯილდო ყოველთვის აღემატება მონის ქმედებასა და შრომას. საბოლოოდ, ალლაჰის ჯილდო ჭარბობს ადამიანის ქმედებას როგორც ხარისხით, ასევე რაოდენობით.
მორწმუნე კარგი წარმოდგენით ფიქრობს, მოქმედებს, ჩქარობს კეთილ საქმეებში და უწყვეტად იხვეწება, სანამ არ შეხვდება ალლაჰს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი ერთ-ერთია იმათ შორის, რომლებიც მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თავისი უფლისგან გადმოსცა. ასეთი ჰადისები ცნობილია, როგორც "ალ-ყუდსი" და ან «ალ-ილაჰი» (ღვთიური). ეს ნიშნავს, რომ მისი სიტყვები და აზრი ალლაჰს ეკუთვნის, თუმცა მას არ გააჩნია ის განსაკუთრებული თვისებები, რაც ყურანს გამოარჩევს სხვა გადმოცემებისგან. ყურანის ამ გამორჩეულ თვისებებს მიეკუთვნება მისი კითხვა, როგორც თაყვანისცემის ფორმა, მისი წაკითხვისთვის აუცილებელია რიტუალური სიწმინდე, ასევე მისი ფენომენალურობა და მისი გამეორების შეუძლებლობა, მისი აიათების უპირობო ორიგინალობა და სხვა განსაკუთრებული მახასიათებლები.
  2. ალ-ააჯურრიმ თქვა: «ჭეშმარიტების მიმდევრები აღწერენ ალლაჰს, უზენაესს, ისე, როგორც მან საკუთარი თავი აღწერა, და ისე, როგორც მისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღწერდა მას, და ისე, როგორც მისი საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) აღწერდნენ. ეს არის იმ სწავლულთა მეთოდი, რომლებიც მიჰყვებოდნენ და არ ქმნიდნენ სიახლეს». ამგვარად, აჰლუ სუნნას მიმდევრები ადასტურებენ ალლაჰის იმ სახელებსა და თვისებებს, რომლებიც მან საკუთარი თავისთვის მიაწერა, ყოველგვარი დამახინჯების, უარყოფის, დეტალური ახსნის ან მსგავსების გარეშე. ისინი უარყოფენ ალლაჰისგან იმას, რაც მან საკუთარი თავისთვის უარყო, და ჩუმად რჩებიან იმაზე, რაც არც უარყოფილა და არც დამტკიცებულა. ამის დასტურია უზენაესი ალლაჰის სიტყვები: «არაფერია მისი მსგავსი, და ის ყოვლისმსმენია, ყოვლიმხედველია». [სურა აშ-შურა: 11].
  3. ალლაჰის მიმართ კარგი წარმოდგენა აუცილებლად უნდა ახლდეს საქმეს. ჰასან ალ-ბასრი ამბობს: «ჭეშმარიტად, მორწმუნეს აქვს კარგი წარმოდგენა თავის ღმერთზე, ამიტომ იგი კეთილ საქმეებს აკეთებს. ხოლო ცოდვილს აქვს ცუდი წარმოდგენა თავის ღმერთზე, ამიტომ იგი ცუდ საქმეებს აკეთებს».
  4. ალ-ყურტუბიმ თქვა: «ითქვა, რომ სიტყვების 'ჩემი მონის აზრი ჩემზე' მნიშვნელობა არის ალლაჰის მიერ ვედრების მიღების მოლოდინი, მონანიების მიღების მოლოდინი, ცოდვების მიტევების მოლოდინი მასთან მიტევების თხოვნისას, და იმის მოლოდინი, რომ იგი დააჯილდოებს თავის მსახურს მისი რწმენისა და პირობების დაცვით. ამგვარად, ადამიანმა უნდა მოუწიოს ძალისხმევას თავისი ვალდებულებების შესრულებაში, მტკიცედ დარწმუნებულმა, რომ ალლაჰი მიიღებს მის საქმეებს და შეუნდობს მას, რადგან მან ამის შესახებ პირობა დადო და ალლაჰი არასდროს არღვევს დანაპირებს. თუ ვინმე ფიქრობს ან ეჭვობს, რომ ალლაჰი არ მიიღებს მის საქმეს ან ისინი არ გამოადგება, ეს არის სასოწარკვეთა ალლაჰის წყალობის მიმართ, რაც დიდ ცოდვად ითვლება. ვინც ამ რწმენით მოკვდება, მის წარმოდგენას მიენდობა, როგორც ეს ჰადისის ზოგიერთ ვერსიაში ნათქვამია: «ჩემმა მონამ ჩემზე რასაც მოისურვებს, წარმოიდგინოს». მან თქვა: «რაც შეეხება იმედს მიტევებისადმი, მიუხედავად ცოდვებში ჯიუტად დარჩენისა, ეს სუფთა უმეცრება და თვითმოტყუებაა».
  5. რეკომენდირებულია ალლაჰის ხსენება დიდი რაოდენობით, როგორც გულში, ასევე ენით. გულში და საკუთარ თავში ადამიანი იხსენებს ალლაჰის სიდიადეს, მის უფლებას, ფრთხილობს და იმედოვნებს მის წყალობას. იგი აღიარებს ალლაჰის სიდიადეს, უყვარს იგი, აქვს მასზე კარგი წარმოდგენა და უანგაროდ ემსახურება მას. ენით გამოთქვამს: „სუბჰანალლაჰ“, „ალჰამდულილლაჰ“, „ლა ილაჰა ილლალლაჰ“, „ალლაჰუ აქბარ“, და „ლა ჰავლა ვა ლა ყუვვათა ილლაა ბილლაჰ“.
  6. თქვა იბნ აბუ ჯამრამ: «ვისაც ალლაჰი ახსოვს შიშის დროს, ის (ალლაჰი) მას უსაფრთხოებას მიანიჭებს, ხოლო მარტოსულს ეს ხსენება დაეხმარება, რომ მარტოობას არ გრძნობდეს».
  7. აშ-შიბრ (მტკაველი): მანძილი, რომელიც განისაზღვრება ნეკა თითის ბოლოდან დიდი თითის ბოლომდე, ხელის გაწევისას. ზირა' (იდაყვი) : მანძილი, რომელიც ზომავს შუა თითის ბოლოდან იდაყვის ძვლის ჩათვლით. ბაა' (მკლავი) : ადამიანის ორივე მკლავის მხრებისა და გულმკერდის სიგანის მთლიანი სიგრძე; ეს შეადგენს დაახლოებით ოთხი იდაყვის სიგრძეს.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية