1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თქვენგან არავინ თქვას: "ო, ალლაჰ, მაპატიე, თუ ინებებ", ან "შემიწყალე, თუ ინებებ", ან "მომმადლე საზრდო, თუ ინებებ". მან უნდა ითხოვოს მტკიცედ, რადგან ალლაჰი მხოლოდ იმას ახორციელებს, რაც თავად ინებებს, და არავის შეუძლია აიძულოს მას რაიმე

عَن أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَالَ:
«لاَ يَقُلْ أَحَدُكُمْ: اللَّهُمَّ اغْفِرْ لِي إِنْ شِئْتَ، ارْحَمْنِي إِنْ شِئْتَ، ارْزُقْنِي إِنْ شِئْتَ، وَليَعْزِمْ مَسْأَلَتَهُ، إِنَّهُ يَفْعَلُ مَا يَشَاءُ، لاَ مُكْرِهَ لَهُ». ولمسلم: «وَلَكِنْ لِيَعْزِمِ الْمَسْأَلَةَ وَلْيُعَظِّمِ الرَّغْبَةَ، فَإِنَّ اللهَ لَا يَتَعَاظَمُهُ شَيْءٌ أَعْطَاهُ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვენგან არავინ თქვას: "ო, ალლაჰ, მაპატიე, თუ ინებებ", ან "შემიწყალე, თუ ინებებ", ან "მომმადლე საზრდო, თუ ინებებ". მან უნდა ითხოვოს მტკიცედ, რადგან ალლაჰი მხოლოდ იმას ახორციელებს, რაც თავად ინებებს, და არავის შეუძლია აიძულოს მას რაიმე». მუსლიმის გადმოცემაში კი ნათქვამია: «და მან უნდა ითხოვოს მტკიცედ და დიდი სიკეთე, რადგან, მართლაც, არ არსებობს ისეთი ძღვენი, რომელიც ალლაჰისთვის მეტისმეტად დიდი იყოს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 7477

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ვედრებაში პირობის "თუ ინებებ" გამოყენება, თუნდაც ეს გამოიხატებოდეს იმაში, რომ ადამიანი თავის თხოვნას ალლაჰის ნებაზე დამოკიდებულად აქცევდეს. ვინაიდან უდავო და უეჭველი ჭეშმარიტებაა, რომ ალლაჰი, ყოვლადწმინდა და უზენაესი, მხოლოდ თავისი ნებით პატიობს. ამიტომაც, "თუ ინებებ" ფორმულირების გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ფორმულირება მხოლოდ იმათზე ვრცელდება, ვინც რაღაცას იძულებით აკეთებს ან სურვილის გარეშე მოქმედებს, რაც ალლაჰს არ შეესაბამება. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ნათლად განმარტა ჰადისის ბოლოს, როდესაც თქვა: "ვინაიდან მას (ალლაჰს) ვერავინ ვერაფერს აიძულებს". ასევე, არ არსებობს ისეთი საქმე, რომელიც ალლაჰისთვის მეტისმეტად დიდი ან რთული იქნებოდა, ან ისეთი რამ, რისი მინიჭებაც მას არ შეეძლოს, რომ ამის გამო დუაში დაემატოს პირობა „თუ ინებებ“. ამასთან, ასეთი პირობა თითქოს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვჭირდება ალლაჰის მიტევება და მის გარეშე გაძლება შეგვიძლია, რაც სრულიად მიუღებელია. ხანდახან ადამიანი ამბობს: „თუ ინებებ, მომმადლე ესა და ეს.“ მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ითქმის, როცა ადამიანს ამ სიკეთეს გარეშე ყოფნაც შეუძლია, ან როცა მიმართავს მას, ვისი შესაძლებლობებიც შეზღუდულია. ხოლო როცა საქმე ეხება ყოვლისშემძლე ალლაჰს და იმ სიკეთეს, რომლის გარეშეც ვერ გავძლებთ და რისი უკიდურესად საჭიროებიც ვართ, აქ საჭიროა მტკიცედ და დამაჯერებლად თხოვნა, ისე, როგორც თხოვს გაჭირვებული, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება ეს წყალობა. აუცილებელია, დაჟინებით ვთხოვოთ ალლაჰს დახმარება, რადგან ის სრულყოფილია, ყოვლისშემძლეა და ყველაფერზე ძალმოსილი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალვა ვედრებაში პირობის "თუ ინებებ" გამოყენების შესახებ.
  2. მოწმდება იმისა, რომ ალლაჰი თავისუფალია ყოველგვარი ნაკლისა და ხარვეზისგან, მისი უსაზღვრო წყალობის, სრულყოფილი თვითკმარობისა და უხვი სიკეთის შესახებ. ყოვლადკურთხეული და უზენაესი არის ის!
  3. დიდებული და უზენაესი ალლაჰის სრულყოფილების დადასტურება.
  4. ალლაჰის სიკეთის გულწრფელი სწრაფვა და მისგან მხოლოდ კეთილის მოლოდინი.
  5. ზოგიერთი ადამიანი, თავადაც შეუმჩნევლად, ვედრებაში პირობას 'თუ ინებებს ალლაჰი' (ინ შაა ალლაჰ) ამატებს. მაგალითად, ამბობენ: 'ალლაჰმა დაგასაჩუქროს სიკეთით, ინ შაა ალლაჰ' ან 'ალლაჰმა შეგიწყალოს, ინ შაა ალლაჰ'. ამის გაკეთება აკრძალულია ზემოთ ნახსენები ჰადისის მიხედვით, რადგან მოლოცვაში უნდა იყოს მტკიცე და უპირობო თხოვნა, ხოლო ალლაჰი თავად ინებებს, რის შესრულებასაც ისურვებს.

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية