+ -

عَنْ ‌سَهْلٍ رَضِيَ اللهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ فِي الْجَنَّةِ بَابًا يُقَالُ لَهُ الرَّيَّانُ، يَدْخُلُ مِنْهُ الصَّائِمُونَ يَوْمَ الْقِيَامَةِ، لَا يَدْخُلُ مِنْهُ أَحَدٌ غَيْرُهُمْ، يُقَالُ: أَيْنَ الصَّائِمُونَ، فَيَقُومُونَ لَا يَدْخُلُ مِنْهُ أَحَدٌ غَيْرُهُمْ، فَإِذَا دَخَلُوا أُغْلِقَ، فَلَمْ يَدْخُلْ مِنْهُ أَحَدٌ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 1896]
المزيــد ...

გადმოსცემს საჰლი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის კარიბჭე, რომელსაც არ-რაიან ჰქვია. აღდგომის დღეს მასში შევლენ მარხულები, და არავინ შევა მასში მათ გარდა. გამოეცხადებათ: 'სად არიან მარხულები?' და ისინი წამოდგებიან. და არავინ შევა მასში მათ გარდა. როცა ისინი შევლენ, ის დაიკეტება და უკვე აღარავინ შევა მასში».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1896]

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ სამოთხეს აქვს ერთ-ერთი კარიბჭე სახელად არ-რაიან, მასში განკითხვის დღეს მხოლოდ მარხულები შევლენ, იმ კარებიდან მათ გარდა სხვა ვერავინ შევა, მოუხმობენ: სად არიან მარხულები? ისინიც წამოდგებიან და შევლენ იმ კარიდან, და იქიდან მათ გარდა სხვა ვერავინ შევა, მათგან ბოლო პიროვნება რომ შევა, ის კარი დაიხურება და მასში მათ შემდგომ ვეღარავინ შევა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იმამი ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში არის მოცემული მარხვის მადლი და მარხულთა სიძვირფასე».
  2. ალლაჰმა სამოთხის რვა კარიბჭიდან ერთ-ერთი კარი მხოლოდ მარხულთათვის გამოყო, როცა შევლენ იქიდან, ის დაიკეტება.
  3. განმარტება იმისა, რომ სამოთხეს აქვს კარები.
  4. ას-სინდიმ თქვა: «სიტყვები — ‘სად არიან მარხულები?’ — შეეხება მათ, ვინც ხშირად მარხულობს, როგორც ეს გამოხატულია ისეთი სიტყვების ფორმებით, როგორებიცაა ‘ალ-‘ადილ’ (სამართლიანი) და ‘აზ-ზალიმ’ (უსამართლო/მჩაგვრელი). ეს გამონათქვამი გამოიყენება იმათთვის, ვინც მარხვას რეგულარულად ასრულებს, და არა იმათთვის, ვინც მხოლოდ ერთხელ იმარხულა».
  5. (არ-რაიან) ნიშნავს: რომელიც არწყულებს; რადგან მარხულები ითმენენ წყურვილს, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ და გრძელ დღეებში; ისინი დაჯილდოვებულნი იქნებიან ამ კარის მსგავსი სახელწოდებით, რომელიც მათ ეხებათ, დარწყულების კარიბჭე. ასევე ითქვა, რომ არ-რაიან არის აღმატებულ ფორმაში და ნიშნავს, რომელიც ძალიან კარგად კლავს წყურვილს, არის წყურვილის საპირისპირო, და ასევე იმიტომ ეწოდა, რომ ეს არის მარხულთა ჯილდო მათ მიერ წყურვილზე და შიმშილზე გამოჩენილი მოთმინებისთვის.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური სვაჰილური ასამური ჰოლანდიური გუჯარათული რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი