1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა

عن أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيَّ رَضِيَ اللهُ عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهُ صلَّى اللهُ عليهِ وَسَلَّم:
«لَقِّنُوا مَوْتَاكُمْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 916

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა, რომ წარმოვთქვათ და გავიმეოროთ ერთღმერთიანობის სიტყვები: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა", მასთან, ვისთანაც მოვიდა სიკვდილი, სანამ გარდაიცვლებოდეს და რომ ეს იყოს მისი ბოლო სიტყვები.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია მომაკვდავ ადამიანზე თალყინის (ერთღმერთიანობის სიტყვების) შეხსენება.
  2. არ არის სასურველი ძალიან ხშირად შაჰადის შეხსენება სიკვდილის პირას მყოფისთვის და ზედმეტად დაჟინებული მითითება, თუ მან უკვე წარმოთქვა ან გაიგო ეს სიტყვები — რათა არ დაღალოს იგი და არ თქვას რამე შეუსაბამო.
  3. იმამ ან-ნავავიმ თქვა: «თუ მომაკვდავმა ერთხელ უკვე წარმოთქვა შაჰადა, აღარ უნდა გაუმეორონ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თუ მის შემდეგ სხვა რამეზე დაიწყებს საუბარს — მაშინ კვლავ რბილად უნდა მიუთითონ, რათა შაჰადა იყოს მისი ბოლო სიტყვა».
  4. ეს ჰადისი მოიცავს მომაკვდავ ადამიანთან ყოფნას, რათა მასზე მოხდეს შეხსენება, გამხნევება, თვალების დახუჭვა და მისი სხვა უფლებების შესრულება.
  5. დაუშვებელია თალყინი გარდაცვალების შემდეგ და სასაფლაოსთან დასაფლავების შემდეგ; რადგან შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს არ გაუკეთებია.

თარგმნების ჩვენება

29 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TH ไทย التايلندية
AS অসমীয়া الأسامية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
HU Magyar المجرية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية