+ -

عَنْ عَائِشَةَ رضي الله عنها قَالَتْ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«الْمَاهِرُ بِالْقُرْآنِ مَعَ السَّفَرَةِ الْكِرَامِ الْبَرَرَةِ، وَالَّذِي يَقْرَأُ الْقُرْآنَ وَيَتَتَعْتَعُ فِيهِ، وَهُوَ عَلَيْهِ شَاقٌّ، لَهُ أَجْرَانِ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 798]
المزيــد ...

აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც კითხულობს ყურანს გამართულად და კარგად, ის იქნება კეთილშობილ და მორჩილ მწერლებთან ერთად, ხოლო ვინც კითხულობს ყურანს გაჭირვებით, ბორძიკით, მას ორმაგი ჯილდო ექნება».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 798]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ის ადამიანი, რომელიც კითხულობს ყურანს კარგი მეხსიერებით, გამართულად და ოსტატურად, მომავალ ცხოვრებაში დიდ ჯილდოს მიიღებს: მისი ხარისხი იქნება ანგელოზებთან — კეთილშობილ მწერლებთან, რომლებიც ემორჩილებიან ალლაჰს და გამოირჩევიან სიმართლით. ხოლო ის, ვინც კითხულობს ყურანს სირთულეებით, ბორძიკით და განმეორებით სუსტი მეხსიერების გამო, მაგრამ მაინც არ წყვეტს მცდელობას, რეგულარულად უბრუნდება კითხვის პროცესს, მიუხედავად სიძნელეებისა და დატვირთულობისა, მას ორმაგი ჯილდო ექნება: ერთი თავად კითხვისთვის, ხოლო მეორე — იმ ძალისხმევისთვის, რომელიც სირთულეების გადალახვას მოახმარა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წახალისება ყურანის დაზეპირებაზე, მის სრულყოფილად შესწავლაზე და ბევრ წაკითხვაზე, რათა მიიღოს მადლი და სიკეთე. ის მიაღწევს უმაღლეს საფეხურს ასეთი ქცევისთვის.
  2. ალ-ყაადიმ თქვა: «ამ ჰადისის არსი არ გულისხმობს იმას, რომ ვისაც ენაბორძიკობს კითხვის დროს ის უფრო მეტ მადლს დაიმსახურებს, ვიდრე ვინც გამართულად კითხულობს, პირიქით გამართულად მკითხავი უფრო უკეთესია და მეტ მადლსაც მიიღებს; რადგან ის იქნება ანგელოზებთან ერთად და მიიღებს ძალიან ბევრ მადლს, და ეს საფეხური რომელსაც მან მიაღწია სხვებისთვის არავისთვის არ ხსენებულა მსგავსი, და როგორ შეიძლება რომ მან, ვისაც უზენაესი ალლაჰის წიგნისთვის სათანადო ყურადღება არ გამოუჩენია, არ დაუზეპირებია ის, არ შეუსწავლია სრულყოფილად, არ უკითხავს ის ძალიან ბევრჯერ და არ დაუთმია მისთვის სათანადო დრო, რომ სრულყოფილად შეესწავლა ის».
  3. იბნ ბაზმა თქვა: «ვინც კითხულობს ყურანს და ის არის პროფესიონალი კითხვაში, ძალიან კარგად კითხულობს და კარგად აქვს დაზეპირებული, ის იქნება განწმენდილ და დიდებულ ანგელოზებთან ერთად, ანუ: თუ ის კითხულობდა სიტყვიერად და მოჰყავდა წაკითხული პრაქტიკაში, მხოლოდ კითხვა ვერ წაადგება, არამედ კარგად კითხულობს და შემდეგ პრაქტიკაში მოჰყავს, ის მას იცავს სიტვიერად და ქმედითად».
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური სვაჰილური ასამური ჰოლანდიური გუჯარათული რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი