+ -

عَنْ أَبِي سَعِيدٍ رَضيَ اللهُ عنه:
أَنَّ جِبْرِيلَ أَتَى النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ: يَا مُحَمَّدُ اشْتَكَيْتَ؟ فَقَالَ: «نَعَمْ» قَالَ: «بِاسْمِ اللهِ أَرْقِيكَ، مِنْ كُلِّ شَيْءٍ يُؤْذِيكَ، مِنْ شَرِّ كُلِّ نَفْسٍ أَوْ عَيْنِ حَاسِدٍ، اللهُ يَشْفِيكَ بِاسْمِ اللهِ أَرْقِيكَ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2186]
المزيــد ...

აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) გადმოცემის თანახმად, მან თქვა:
«ჯიბრილი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და ჰკითხა: ო მუჰამმად, რამე გაწუხებს (გტკივა)? მოციქულმა უპასუხა: «დიახ». მაშინ ჯიბრილმა თქვა: «ალლაჰის სახელით გილოცავ, ყოველი იმ ბოროტებისგან, რაც ზიანს გაყენებს, ყოველი ბოროტი სულისგან ან შურიანი თვალისგან. ალლაჰის სახელით გილოცავ».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2186]

განმარტება

ანგელოზი ჯიბრილი (მშვიდობა მას) ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და ჰკითხა: ო მუჰამმად ავად გახდი? მიუგო: დიახ. მაშინ ჯიბრილმა მას ალლაჰის მოციქულს შეულოცა ამ სიტყვებით და თქვა: «ალლაჰის სახელით»– მის შეწევნას ვეძებ, «გილოცავ» და შეგიფარებ, «ყველაფრისგან, რაც ზიანს გაყენებს» – იქნება ეს მცირე თუ დიდი, «ყოველი ბოროტი სულისგან» – არაწმინდურისგან, „ან შურიანი ადამიანის თვალისგან“ – რომ არ დაგაზიანოს. ალლაჰი „გაგაჯანსაღებს“, დაგიცავს და შეგიფარებს ყველა სნეულებისგან, ალლაჰის სახელით გკურნავ“ – ეს ფრაზა მან გაიმეორა ხაზგასმისთვის და მისით დაიწყო და დაასრულა, რათა მიანიშნოს, რომ მხოლოდ უზენაესი ალლაჰია ერთადერთი მფარველი და მკურნალი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შესაძლებელია დაავადების შესახებ საუბარი, თუ ეს ხდება მდგომარეობის განმარტების მიზნით და არა უკმაყოფილების ან საყვედურის გამოხატვის მიზნით.
  2. დაშვებულია შარიათული შელოცვა შემდეგი პირობების დაცვით: 1. იგი უნდა შესრულდეს ყურანის აიათებით და უზენაესი ალლაჰის ხსენებით ან კანონიერად დასაშვები ვედრებებით. 2. იგი უნდა შესრულდეს არაბულ ენაზე, ან სხვა ენაზე იმგვარად, რომ მნიშვნელობა იყოს ცნობილი და გასაგები.
  3. 3. მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ შელოცვა თავისით არ ახდენს ზემოქმედებას, არამედ მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის ნებით არის ერთ-ერთი საშუალება.
  4. 4. იგი უნდა იყოს თავისუფალი მრავალღმერთიანობისგან , აკრძალული და სიახლეებისგან ან ისეთი რამეებისგან, რაც მათთან მიიყვანა.
  5. თვალის ზიანი რეალურია და მისი არსებობა დადასტურებულია, ამიტომ მისგან დაცვისა და მკურნალობის მიზნით რუყიის შესრულება აუცილებელია.
  6. ჰადისში მოყვანილი შელოცვის შესრულება სასურველი და რეკომენდირებულია.
  7. ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორც სხვა ადამიანები, ასევე განიცდიდა ავადმყოფობებს და სხვა მიწიერ გამოცდებს, რაც ადასტურებს მის ადამიანურ ბუნებას.
  8. წმინდა ალლაჰი თავის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაკუთრებული მზრუნველობით და დაცვით მოიხსენიებდა და მას ანდობდა თავის ანგელოზებს, რათა შეენახათ იგი და დაეცვათ ბოროტებისა და ზიანისგან.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური სვაჰილური რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი